საზოგადოება ვისგან ნაჩუქარი მანქანები აღმოუჩინა ნანუკა ჟორჟოლიანს პროკურატურამ 2014, 10 აპრილი, 17:02 როგორც საზოგადოებისათვის ცნობილია, რამდენიმე დღის წინ, ინტერპოლის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა ინფორმაცია შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის ყოფილი დირექტორის, ერეკლე კოდუას ძებნის თაობაზე. როგორც ინტერპოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, ერეკლე კოდუა საქართველოს სასამართლო ორგანოების მიერ იძებნება და მას ბრალი ედება თანამდებობრივი უფლებამოსილების გადამატებასა და თაღლითობაში. მთავარმა პროკურატურამ ერეკლე კოდუას ბრალი რამდენიმე კვირის წინ წაუყენა. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მას 9-წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება. ამიტომ, ლოგიკურია, რომ პროკურატურა მის ქონებრივ დეკლარაციას ზედმიწევნით ეცნობა. "-ფარცხალაძის უწყებამ მოიარა ყველა ცენტრი, საიდანაც მანქანა 5879 1-ს მოსწონს
|