როგორც საზოგადოებისათვის ცნობილია, რამდენიმე დღის წინ, ინტერპოლის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა ინფორმაცია შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის ყოფილი დირექტორის, ერეკლე კოდუას ძებნის თაობაზე. როგორც ინტერპოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, ერეკლე კოდუა საქართველოს სასამართლო ორგანოების მიერ იძებნება და მას ბრალი ედება თანამდებობრივი უფლებამოსილების გადამატებასა და თაღლითობაში. მთავარმა პროკურატურამ ერეკლე კოდუას ბრალი რამდენიმე კვირის წინ წაუყენა. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მას 9-წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება. ამიტომ, ლოგიკურია, რომ პროკურატურა მის ქონებრივ დეკლარაციას ზედმიწევნით ეცნობა.
ტელეწამყვანი, ნანუკა ჟორჟოლიანი "ფეისბუქის" პირად გვერდზე წერს, რომ "ფარცხალაძის უწყება" მისი კუთვნილი ავტომობილების წარმომავლობას ამოწმებს.
"-ფარცხალაძის უწყებამ მოიარა ყველა ცენტრი, საიდანაც მანქანა
გამომიყვანია, ან უბრალოდ შევსულვარ - წერს ტელეწამყვანი - ჩემი პირველი მანქანის წარმომავლობაც კი გაურკვევია:) ასე იარა, იარა ჭორებზე აყოლილმა ფარცხალაძემ და ბოლოს გაარკვია, რომ ყველა მანქანა, რაც კი მყოლია, არათუ კოდუასი არაა, არც უყიდია ირაკლის და მამაჩემის ნაჩუქარია:) აღმოაჩინა, რომ ირაკლის მხოლოდ
მინი კუპერი უჩუქებია და იმის გადახდის ქვითარიც გვქონია:) ვაიმეე,
ვაიმეე:)".