x
image
beko777
რის გამო აკრიტიკებენ თამთა გოდუაძეს

imageროგორც ცნობილია, ძალიან მალე ქართულ ტელე-სივრცეს, სრულიად ახალი პროექტი "X Factor"-ი მოევლინება, რომელიც რუსთავი 2-ზე გავა. აგრეთვე, უკვე ცნობილია ჟიურის შემადგენლობაც, რომელთა შორის, ყველაზე დიდი მოულოდნელობა საბერძნეთის ამავე პროექტის გამარჯვებული და პოპულარული მომღერლის თამთა გოდუაძის გამოჩენა იყო. მართალია, პროექტი ეკრანზე ჯერ არ გასულა, მაგრამ საზოგადოებამ მომღერალი
შესარჩევი კონკურსის სამი ტურის ჩაწერაზე იხილა, რაც საკმარისი
აღმოჩნდა მასზე შთაბეჭდილების შესაქმნელად.
რათქმა უნდა, ყურადღების მიღმა არ დარჩენილა თამთას ექსტრავაგანტური იმიჯი.
იგი თავადაც აღიარებს, რომ ამ გამორჩეული სტილის გამო, საზოგადოების ნაწილი მის მიმართ კრიტიკულადაა განწყობილი.
"- ხალხისგან დიდ სიყვარულს ვიღებ, თუმცა ისეთებიც მოიძებნებიან, ვინც სიმპათიით არ არიან განწყობილნი. ყოველ შემთხვევაში, მე საამისო საბაბი არ მიმიცია. შეიძლება ვიღაცას სტილის გამო არ მოვწონდე, მიღებული ფაქტია და ეს დიდად არ მაღელვებს. ძირითადად, ყურადღება გამახვილებულია ჩემს ჩაცმაზე.
ვთვლი, რომ პოპ მომღერალს ევალება განსხვავებულად გამოიყურებოდეს. მე სცენაზე სტატიურად არ ვდგავარ. კარგად მესმის, ისეთი რამის ჩაცმა, ყველას რომ მოეწონო, გაცილებით ადვილია, მაგრამ მე არ ვარ ასეთი. ბავშვობიდან ვცდილობ ისე ჩავიცვა, რომ ყველას არ ვგავდე. თუმცა, ეს ყურადღების მისაქცევად არ მიკეთებია. ოფისში რომ ვმუშაობდე, ისე ჩაცმული ვერ მივიდოდი, როგორც მე მაცვია. ჩემი პროფესია და სამსახური მაძლევს საშუალებას გამოვხატო ჩემი სიყვარული ჩასაცმელის მიმართ. ფერების შეხამებას არ ვაქცევ ყურადღებას. თამამი შეხამება მიყვარს. იყო პერიოდი, თმა აფუებული და გაჩეჩილი დავდიოდი, როცა ყველა თმაგასწორებული გამოდიოდა
ტელევიზორში. ჩემს იმიჯზე სტილისტი, დიზაინერი მუშაობს, მაგრამ
კონკრეტულად არავინ მითითებს როგორ გამოვიყურებოდე."- ამბობს თამთა.
image

0
1446
8-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:beko777
beko777
1446
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0