x
image
t.x.
ერთი სხეულით და ორი თავით დაბადებული სიამის ტყუპები გარდაიცვალნენ, დედას საშუალებაც კი არ ჰქონდა მათი ხელში აყვანისა

image13 მარტს ინდოეთში სიამის ტყუპები დაიბადნენ. ისინი საკეისრო კვეთით გაჩნდნენ. ოჯახი ისე ღარიბია, რომ ქალმა ვერ შეძლო ულტრაბგერითი გამოკვლევის ჩატარება. 28 წლის ურმილას და 32 წლის სუბხაშს უკვე ჰყავთ ერთი ქალიშვილი, რომელიც სამი წლისაა. ტყუპებიც გოგონები არიან. მათ ერთი ტანი აქვთ, კისერი და თავი ორი. მათთვის სახელიც კი არ დაურქმევიათ, თუმცა უკვე 20 დღისანი იყვნენ. ეს იმიტომ, რომ მათი გადარჩენის შანსი ძალიან ცოტა იყო და ვარაუდმაც გაამართლა. ისინი გულის უკმარისობისგან გარდაიცვალნენ, თუმცა ფილტვებიც ძალიან სუსტი ჰქონდათ. მიუხედავად იმისა, რომ პატარებს მზრუნველობა არ მოჰკლებიათ, მათი გადარჩენა მაინც ვერ მოხერხდა. ამ ხნის მანძილზე ბავშვები დელიში საავადმყოფოში იყვნენ. დედა ძალიან შეწუხებულია, რომ არ შეეძლო ეს 20 დღე მაინც ეზრუნა მათზე, ხელში აეყვანა და მოფერებოდა. მათ თავიდანვე იცოდნენ, რომ ბავშვებს გადარჩენის შანსი მინიმალური ჰქონდათ, მაგრამ მაინც ელოდნენ გამოჯანმრთელებას. მამა ამბობს: "მათი გარდაცვალების ამბავი ჩვენთვის შოკი ნამდვილად არ ყოფილა, მაგრამ გარდაცვალებამ დიდი სიცარიელე დაგვიტოვა გულში.

ექიმის თქმით, ეს ტყუპები ძალიან უცნაურები იყვნენ. როცა ერთი ტიროდა, მეორეს მშვიდად ეძინა.

მამამ დელიდან უკვე წაიყვანა პატარები, რომ თავის კუთხეში დაეკრძალა. მან ისინი ინდური რიტუალის მიხედვით დაკრძალა. დედა კი ისე დარდობდა შვილებს, რომ ვერ შეძლო ცერემონიას დასწრებოდა.

იმის გამო, რომ მათ ერთი სხეული ჰქონდათ, გადარჩენის შემთხვევაშიც კი შეუძლებელი იქნებოდა მათი დაცალკევება.imageimageimageimage

0
138
3-ს მოსწონს
ავტორი:t.x.
t.x.
138
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0