საზოგადოება ნანუკა ჟორჟოლიანი: "რატომღაც დღეს ატყდა აჟიოტაჟი, რომ ირაკლი კოდუა ინტერპოლის სიაში ჩასვეს" 2014, 8 აპრილი, 11:44 როგორც იცით, ერეკლე კოდუა საქართველოში არ იმყოფება და ძებნაშია. მას ბრალი ედება თაღლითობაში და სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებში. ინტერნეტ სივრცეში გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, ერეკლე კოდუას ინტერპოლი ეძებს და მას 9 წლამდე პატიმრობა ემუქრება. მაგრამ, როგორც მისი მეუღლის, ჟურნალისტ ნანუკა ჟორჟოლიანის "ფეისბუქის" პოსტიდან ირკვევა, ერეკლე კოდუას ძებნა ინტერპოლით "ძველი ამბავია", მინიმუმ 10 დღეა უკვე ძებნილთა სიაშია: "რატომღაც დღეს ატყდა აჟიოტაჟი, რომ ირაკლი კოდუა ინტერპოლის სიაში ჩასვეს, ძველია ეს ამბავი მეგობრებო... მინიმუმ 10 დღის... აააა, გამახსენდა ამ ქვეყანაში ხომ ისევ აქტუალურია თემების გადაფარვა... ვიღაცა ბავშვურად რაღაცას იბჟუტურებს და მერე იმის გამოსოწრებას ძველი ნიუსების ამოწევით ცდილობენ... რა პრობლემაა... ეს ფილმი ხომ ყველას ნანახი გვაქვს..." ნანუკამ მეუღლესთან ერთად ფოტოც კი ატვირთა ამ ამბავთან დაკავშირებით ასეთი წარწერით: "ძებნილი და ჯერონიმო" 119 1-ს მოსწონს
|