x
image
მანჩო 777
10 ადგილი დედამიწაზე, სადაც თქვენ არავინ შეგიშვებთ
დედამიწის დიდი ნაწილი ღიაა ტურისტებისა და მოგზაურებისათვის-საკმარისია მხოლოდ სურვილი და შესაძლებლობა და თქვენ შეგიძლიათ მოხვდეთ პლანეტის ნებისმიერ ადგილას. თუმცა დედამიწაზე არის ისეთი ადგილებიც, სადაც არ შეგიშვებენ სხვადასხვა გარემოებათა გამო, როდენ დიდი სურვილიც არ უნდა გქონდეთ ამ დახურულ ტერიტორიებზე მოხვედრისა. გთავაზობთ ასეთი ადგილების ათეულს:


1. ლასკოს გამოქვაბული საფრანგეთში.

ლასკოს გამოქვაბულს მეორენაირად "პირველყოფილი მხატვრობის სიქსტეს კაპელას" უწოდებენ. მხატვრული და გრავირებული სურათები მის კედლებზე ჩვენს ერამდე 18-15 ათასწლელულის წინაა შესრულებული. თავიდან გამოქვაბული ყველა ტურისტისათვის ღია იყო, მაგრამ შეიქმნა ნახატების წაშლის და განადგურების საშიშროება, ამიტომ 1960 წელს ხელისუფლებამ გამოქვაბული დახურულად გამოაცხადა. შეიქმნა მისი ზუსტი ასლი, რომლის მონახულებაც შეუძლიათ ტურისტებს, ხოლო ორიგინალი კი მათთვის მიუწვდომელია.

image



2.ვატიკანის საიდუმლო საცავები.

ეს არის ვატიკანის საარქივო საბუთების ნაკრები- შუა საუკუუნებიდან ჩვენს დრომდე მოყოლებული. არქივი გასაიდუმლოებულია, რადგან წარმოადგენს რომის პაპის პირად საკუთრებას. დაშიფრული წერილები, ხელნაწერები და კოდექსები იკავებენ 85 კმ სიგრძის თაროებს. ტურისტებისათვის აქ შესვლა აკრძალულია, თუმცა მეცნიერებს შეუძლიათ ზოგიერთ საბუთთან მუშაობა, თუკი მათ აქვთ სპეციალური ნებართვა.

image



3."ზონა-51" აშშ-ში.

ეს არის აშშ-ის სამხედრო-საჰაერო ძალების ლეგენდარული ბაზა, რომელიც ნევადის უდაბნოში მდებარეობს. ამ ადგილის შესახებ დადის ლეგენდები, რომ აქ ინახება უცხოპლანეტელების მფრინავი თეფშები და აგრეთვე მათი სხეულები. პლაკატზე წარწერა გვამცნობს, რომ სამხედროებს შეუძლიათ გაუფრთხილებლად გაგიხსნან ცეცხლი.

image



4.კუნძული პოვეგლია იტალიაში.

ოფიციალური შესვლა აქ ტურისტებს ეკრძალებათ, მაგრამ ბევრი ცნობისმოყვარე და მისტიკის მოყვარული ახერხებს აქ მოხვედრას.საქმე იმაშია, რომ კუნძულთან დაკავშირებულია საშინელი ისტორია: XVI საუკუნეში შავი ჭირის ეპიდემიის დროს აქ მოჰყავდათ ავადმყოფები და მათ სხეულებს წვავდნენ, რომ ეპიდემია შეეჩერებინათ. 1922 წელ ს კუნძულზე გაიხსნა ფსიქიატრიული საავადმყოფო, რომელზეც საშინელი ლეგენდები დადიოდა: ამბობდნენ, რომ მთავარი ექიმი ცდებს ატარებდა ავადმყოფებზე. მედპერსონალი და პაციენტები მუდმივად ხედავდნენ კოშმარებს და შიშისაგან იტანჯებოდნენ. კუნძულს მეტსახელად "ჯოჯოხეთის კარიბჭე" უწოდეს. საბოლოოდ კუნძული მიტოვებული და უდაბური გახდა და მეთევზეებიც კი შორიახლო შიშით ჩაუვლიან ხოლმე მას.

image



5.ციანზუს ეროვნული უსაფრთხოების შემეცნებითი ინსტიტუტი.

ამ მუზეუმში ინახება ჩინეთის შპიონაჟის საიდუმლო მასალები. აქ არის მინი-რევოლვერების, , ტუჩის პომადაში ჩამონტაჟებული მიკროპისტოლეტების, ნიღბების და შპიონაჟისათვის საჭირო სხვა ინვენტარის კოლექცია.

თუ თქვენ ჩინეთის მოქალაქე არ ხართ, აქ შესვლა აკრძალული გაქვთ, რადგან ჩინელებს არ სურთ შპიონაჟის შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომი იყოს უცხოელებისათვის. აი ფოტოგადაღება კი ნებისმიერი ადამიანისათვის სასტიკად აკრძალულია, თუნდაც ის ჩინეთის მოქალაქე იყოს.

image



6.კუნძული ნიიაჰუ ჰავაიზე.

ნიიაჰუ-სიდიდით მეშვიდეა ჰავაის კუნძულებიდან. აქ არ არის გზები, ელექტროსადგურები, წყალგაყვანილობა, რესტორნები და მაღაზიები, მაგრამ სამაგიეროდ ეს მსოფლიოში ერთადერთი ადგილია, სადაც მდებარეობს სკოლა, რომელიც ელეტროენერგიის მისაღებად მზის ენერგიას იყენებს.

1864 წელს კუნძული შეიძინა რობინსონების ოჯახმა. 1915 წელს მათ კუნძული დამთვალიერებლებისათვის დახურეს, რათა შენარჩუნებინათ მისი პირველყოფილი კულტურა და ბუნება. კუნძულის მცხოვრებლების ნათესავებსაც კი სპეციალური ნებართვის გარეშე აკრძალული ჰქონდათ მისი მონახულება.

დღეს კუნძულზე ვიზიტი აკრძალული აქვს ყველას, გარდა მისი მეპატრონის, ადგილობრივი მცხოვრებლების, აშშ-ის საზღვაო ფლოტის და განსაკუთრებით მაღალი რანგის ჩინოვნიკებისა. მან მიიღო

''აკრძალული კუნძულის" სახელწოდება.

image



7.ისეს დიდი ტაძარი იაპონიაში.

ეს არის იაპონიის მნიშვნელოვანი სინთოისტიკური წმინდა რელიქვია. ისე-ძინგუში ინახება მნიშვნელოვანი ეროვნული საგანძური, მათ შორის წმინდა სარკე, რომელიც იმპერატორის რეგალიას წარმოადგენს. მთავარი ტაძარი შემოსაზღვრულია მაღალი ხის ღობით. აქ შესვლა შეუძლია მხოლოს უმაღლესი რანგის მღვდელმსახურებს და საიმპერატორო ოჯახის წევრებს. საკერპოს

ძირითად ნაწილს კი იცავს ოთხმაგი ხის ღობე და აქ შესვლა მხოლოდ იმპერატორს და მის მეუღლეს შეუძლიათ.

image



8.პაინ-გეპი - ერთადერთი ადგილი ავსტრალიაში, სადაც შესვლა აკრძალულია.

ეს ადგილი მდებარეობას ქალაქ ალის-სპრინგსიდან 18 კმ-ის დაშორებით. აქ მიმდინარეობს თანამგზავრული სისტემის დაკვირვება და მართვა, სადაც მუშაობს ამერიკის ფედერალური დაზვერვის 1000-ზე მეტი თანამშრომელი. ობიექტი პაინ-გეპი ცნობილია, როგორც აშშ-ის რადიოელექტრონული დაზვერვის ყველაზე დიდი საზღვარგარეთ მდებარე სადგური. სწორედ აქედან კონტროლდება ამერიკის სადაზვერვო თანამგზავრები. რა თქმა უნდა, ტურისტების ადგილი აქ ნამდვილად არაა.

image



9.ბირთვული კვლევების ცენტრი ნეგევის უდაბნოში, ისრაელი.

ბირთვული სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი მდებარეობს ქალაქ დომინიდან 13 კმ-ის დაშორებით. მისი მშენებლობა დაიწყო 1958 წელს და ლეგენდის თანახმად, აქ მდებარეობდა საქსოვი ფაბრიკა. 1986 წელს მორდეხაი ვანუნუ, ყოფილი მთავარი ტექნიკური სპეციალისტი, გაიქცა ბრიტანეთში და საქვეყნოდ აჩვენა მტკიცებულებანი ისრაელის ბირთვული პროგრამის არსებობის შესახებ.

რა თქმა უნდა, საჰაერო სივრცე ყველა ტიპის თვითმფრინავისათვის დაკეტილია, ხოლო ტერიტორიას მკაცრი დაცვა აკონტროლებს. ინფორმაცია ობიექტის შესახებ გასაიდუმლოებულია.

image



10.მეტრო-2 მოსკოვში.

ეს არის გასაიდუმლოებული მიწისქვეშა მეტრო რუსეთის დედაქალაქში. ლეგენდის თანახმად, ის სტალინის დროს აიგო და ატარებდა სახელწოდებას Д-6 КГБ.

ჭორების მიხედვით, მეტრო-2-ის სიგრძე საზოგადოებრივი მეტროს სიგრძეს ორჯერ აჭარბებს და მას თითქოსდა 4 ხაზი გააჩნია. მეტრო კრემლს აერთებს გამოძიების ფედერალურ ბიუროსთან, ვნუკოვოს აეროპორტთან და სხვა მნიშვნელოვან ობიექტებთან.

1994 წელს მოსკოვის დიგერების ჯგუფის წევრმა განაცხადა, რომ იპოვა შესასვლელი ამ მეტროში, თუმცა მთელი ინფორმაცია ჯერჯერობით დაუზუსტებელია და დამტკიცებული არაა არც ფოტოსურათებით და არც ვიდეოჩანაწერებით და მხოლოდ ჭორებისა და ლეგენდების საშუალებითაა გავრცელებული. ტურისტებისათვის ეს ზონა ალბათ სამუდამოდ დახურული იქნება.

image

5
1154
21-ს მოსწონს
ავტორი:მანჩო 777
მანჩო 777
1154
  
მექა,მაგალითად... შასტას მთა,რომელიც ტუტისტებისთვის მიუწვდომელია.
2014, 8 აპრილი, 19:52
მადლობა, გენაცვალე:)
2014, 8 აპრილი, 19:50
მოწოდების სიმაღლეზე ხარ მანჩო
2014, 8 აპრილი, 19:02
გმადლობთ:)
2014, 8 აპრილი, 16:27
საინტერესო იყო ....კარგი სტატია
0 1 5