ქუჩაში იოგების მიერ ნაჩვენები ლევიტაცია კარგად დადგმული შოუა, თუ რეალობა!
გთავაზობთ სტატიას რომის ქუჩებში მომრავლებულ იოგებზე, რომლებიც ასე ვთქვათ ჰაერში "ლივლივებენ".
ხალხის რეაქცია კი ამაზე არაერთგვაროვანია, დიდი ნაწილი თვლის, რომ ეს რეალობაა, მაგრამ არიან სკეპტიკოსებიც. სკეპტიკოსები თვლიან, რომ ეს ადამიანები (იოგები რომლებიც საჯაროდ ახდენენ ლევიტაციას) დახელოვნებული "ტრიუკაჩები" არიან და არა ნამდვილი იოგები. მათ ეჭვს კი ამძაფრებს ერთი ფაქტიც–თითოეული იოგა, ლევიტაციისას საყრდენად იყენებს საკმაოდ მოზრდილ "ჯოხს". თუ ლევიტაციას ნამდვილად ახერხებს, რა საჭიროა საყრდენი?
გთავაზობთ ამ "სფეროში" საკმაოდ ჩახედული ადამიანის მოსაზრებას, სურათებთან ერთად, რომლის მიხედვითაც აკეთებს ეს ადამიანი დასკვნებს.
ლევიტაციის ჩვენებისას იოგა მარტო არ "მუშაობს", მას ჰყავს რამდენიმე დამხმარე. ლევიტაციის მომენტში დაინტერესებულ ადამიანს ახლოს არ გააკარებენ იოგას, რათა გაუთვალისწინებელი სიტუაცია არ შეიქმნას.

ამ სურათზე ჩანს იოგა რომელიც ახდენს ლევიტაციას და დამხმარე, რომელიც ამავე დროს სიტუაციასაც აკონტროლებს (მნახველები მოშორებით დგანან როგორც ხედავთ).
ლევიტაციის საიდუმლო კი სტატიის (ორიგინალური წყაროს ავტორი)ავტორის აზრით შემდეგშია: იოგები იყენებენ სპეციალურ კონსტრუქციას ლევიტაციისათვის, კონსტრუქციის დასაფარად კი საკმაოდ განიერი და "ფართხუნა" ტანსაცმელი აცვიათ.

აი როგორ ხდება ლევიტაციის დაწყება ან ერთი იოგას ჩანაცვლება მეორეთი, რასაც 10–15 წუთი სჭირდება.


ლევიტაციისათვის საჭირო კონსტრუქცია კი ასე გამოიყურება: საყრდენი "ჯოხის" ქვეშ აუცილებლად გაფენილია ხალიჩა, რომელიც ფარავს საყრდენ დაფას.
"ჯოხზე" კი დამაგრებულია სპეციალური კონსტრუქცია, რომელსაც კარგად ფარავს იოგას ტანსაცმელი. ამ კონსტრუქციაზე გაჩერება დიდი ხნით საკმაოდ დიდ ძალისხმევას მოითხოვს, ამიტომაც ენაცვლებიან იოგები ერთმანეთს.
ესეც კონსტრუქციის "მაკეტი".

დაიჯერებთ თუ არ დაიჯერებთ პატივცემულო მკითხველებო, ეს თქვენი გადასაწყვეტია და არც ჩემი მიზანია რამეში დაგარწმუნოთ. უბრალოდ შემოგთავაზეთ ვერსია ევროპის ქალაქებში მომრავლებულ იოგებზე, რომლებიც ახდენენ ლევიტაციის ჩვენებას.