x
image
natia.a
რატომ ითხოვს ჟირინოვსკი მაკდონალდსის რესტორნების დახურვას

imageსაინფორმაციო სააგენტო ინტერფაქსის ცნობით, რუსეთის ლიბერალ-დემოკრატიული პარტიის ლიდერმა, ვლადიმირ ჟირინოვსკიმ განაცხადა, რომ ყველანაირად ეცდება მიაღწიოს მაკდონალდსის რესტორნების დახურვას რუსეთის მთელ ტერიტორიაზე.


"მაკდონალდსმა დახურა რესტორნები ყირიმში. ძალიან კარგი. კარგი იქნება თუ რუსეთშიც დახურავს ყველა რესტორანს. ლიბერალ-დემოკრატიული პარტიის საქალაქო ორგანიზაციებს ვუბრძანებ, მაკდონალდსების პიკეტირება მოაწყონ." - აცხადებს ჟირინოვსკი.


პარლამენტარმა ასევე განაცხადა, რომ აუცილებლად მიაღწევს მაკდონალდსის ქსელის სრულ დახურვას რუსეთის მთელ ტერიტორიაზე: "მოშორდნენ აქედან. შემდეგ კი პეპსი-კოლასაც მივხედავთ."


შეგახსენებთ, რომ ჟირინოვსკიმ ეს განცხადება გააკეთა მას შემდეგ, რაც მაკდონალდსმა თავისი რესტორნები დახურა ყირიმში.


0
74
1-ს მოსწონს
ავტორი:natia.a
natia.a
74
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0