x
image
ვიზა კოხაძე
რას მიიჩნევენ ბრიტანელები ჯანმრთელობისთვის აუცილებელ კვების პროდუქტებად და რა სახის რჩევა - დარიგებებს აძლევენ ისინი მოსახლეობას

imageბრიტანელების აზრით, ყოველდღიურ ცხოვრებაში დიდი ოდენობით მწვანილის და ხილის მიღებას შეუძლია ადამიანს ჯანმრთელობა შეუნარჩუნოს.და არა მარტო ჯანმრთელობას, საგულისხმოა მათი მოსაზრება თმის, სახის კანის, კბილების სიჯანსაღეზე.ადამიანები ხშირად ამბობენ უარს საუზმეზე, რაც ორგანიზმში კალციუმის ნაკლებობითაა გამოწვეული. უცხო არ არის საზოგადოებისთვის, რომ კალციუმის დიდი რაოდენობაა ძირითადად რძის პროდუქტებში, მაგალითად: კეფირში, იოგურტში, მაგრამ ადამიანების უმეტესობა კალციუმის შემცველ პროდუქტებს ვერ იტანს და ამიტომაცაა მედიცინა სხვადასხვა სახის პრეპარატებს რომ უნიშნავს პაციენტებს.

როდესაც ბევრს ეწევა ადამიანი, მის ორგანიზმს მეცნიერთა აზრით აკლია ვიტამინი "C."image

მეცნიერების აზრით, სწორედ ამ ვიტამინის ნაკლებობაა ხშირი გაციების, გადაღლის, უძილობის, ღრძილების დაავადებების გამომწვევი მიზეზები.ახლა, როცა გაზაფხულია და ხილის უმეტესობა გამომშრალი თუ არა, საუკეთესო შემთხვევაში ვიტამინების ნაკლებ რაოდენობას შეიცავს, უმჯობესია დღის განმავლობაში ხშირად მივირთვათ ცოცხალი ფორთოხლის წვენი, კარგია აგრეთვე ზამთრის პირობებში მჟავე კომბოსტო, მჟავე კიტრი, ე.წ. "კიტრის პიკული", რომელიც დიდი ოდენობით ვიტამინს შეიცავს.image
image

image
ხშირია შემთხვევები, როდესაც ორგანიზმს აკლია რკინა და "B" ჯგუფის ვიტამინები. ეს ვიტამინების ის ჯგუფია, როდესაც ადამიანის ორგანიზმი მცენარეული საკვებიდან ძნელად ითვისებს მათ. საუკეთესო საკვებია ამ შემთხვევაში დიდი რაოდენობით ვაშლის მირთმევა და რაციონში პარკოსნების ჩართვა, რომელიც მდიდარია პოლივიტამინებით.imageimage
თუ გავითვალისწინებთ მათ რეკომენდაციებს მწვანილისა და ხილის შესახებ, გვირჩევენ, რომ ხუთ დღიანი დიეტით, როცა რაციონში გვექნება მხოლოდ პარკოსნები, ვაშლის დიდი რაოდენობა, ფორთოხლის ახალგამოწურული ცოცხალი წვენი და უზომო ოდენობით მწვანილი, ადამიანს შესაძლებლობა ეძლევა წონაშიც დაიკლოს და ორგანიზმიც გაიწმინდოს მავნე ნივთიერებებისაგან, რაც ყველას ჭირდება მოახლოებული გაზაფხულის პირობებში..image

2
56
11-ს მოსწონს
ავტორი:ვიზა კოხაძე
ვიზა კოხაძე
56
  
2014, 2 აპრილი, 22:29
ყოჩაღ! კარგი გოგო ხარ!
0 1 2