x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
27 წლის მკვლელი მალე ყველაზე ახალგაზრდა ბაბუა გახდება ბრიტანეთში
image

27 წლის ბრიტანელი მამაკაცი, რომელიც ციხეში სასჯელს იხდის მკვლელობის გამო, მალე ყველაზე ახალგაზრდა პაპა გახდება დიდ ბრიტანეთში, ამის შესახებ მისმა 13 წლის გოგონამ დაწერა Facebook-ში, მომავალი ბაბუას სახელი და ქალაქი სადაც ის ცხოვრობს არ ხმაურდება იურიდიული მიზეზების გამო, იუწყება Mirror-ი.


თვითონ პატიმარი ჯერ კიდევ 14 წლის ასაკში გახდა მამა.

როდესაც მისი გოგონა 2 წლის იყო მამაკაცმა გაძარცვა მაღაზია, ხოლო შემთხვევითი მოწმე სასიკვდილოდ დაჭრა.


ცნობილია, რომ მამა და მისი 13 წლის ქალიშვილი ერთ-ერთ მსხვილ ქალაქში ცხოვრობენ, 28 წლის პატიმრის ყოფილი მეუღლე და ქალიშვილის დედა უკვე კარგა ხანია მეორედ გათხოვდა და ორი შვილიც ჰყავს.


როგორც არ უნდა გაგიკვირდეთ, მოზარდი გოგონას მეგობრები დიდი ენთუზიაზმით შეხვდნენ მის ფეხმძიმობას:"მალე იმშობიარე, დარწმუნებულები ვართ, რომ შენ და შენი ბოიფრენდი შესანიშნავი მშობლები იქნებით".


მანამდე ყველაზე ახალგაზრდა პაპა ბრიტანეთში იყო 27 წლის ფაბრიკის მუშა ტედ გალაჰერი, შოტლანდიის ქალაქ კილმარნოკიდან.ეს მოხდა 2004 წელს, როდესაც მისმა 19 წლის გერმა იმშობიარა.

"გახდე პაპა ასეთი ახალგაზრდა, ეს შესანიშნავია-აღნიშნა მაშინ ტედმა-შეგიძლია ბევრი ისეთი რამ გააკეთო მათთვის, რაც პენსიონერებს არ შეუძლიათ".

0
80
5-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
80
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0