x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
ტაილანდში გატაცებულ გოგონას რამდენიმე დღე აუპატიურებდნენ და აწამებდნენ
imageიანა სტრიჟეუსმა(Яна Стрижеус), რომელიც ტაილანდში გაიტაცეს, პირველი ინტერვიუ მისცა გატაცების შემდეგ საავადმყოფოს პალატაში.იგი სასტუმროს ნომერში იპოვეს უმძიმეს მდგომარეობაში .მისივე განცხადებით, მის წამებაში და გაუპატიურებაში ბრალი მიუძღვის მის ბოიფრენდის "მეგობარს" და ბიზნეს პარტნიორს.


გოგონამ განაცხადა, რომ მისმა ბოიფრენდმა, ალექსეი სლაბინსკიმ ჯერ კიდევ რუსეთში ყოფნისას გაიცნო ვინმე სახელად ანდრეი, ალექსეი მასთან ერთად აპირებდა რამდენიმე ბიზნეს-საქმის წამოწყებას ტაილანდში, კერძოდ უნდა გაეყიდათ იახტები და ვილები.


იანამ აღნიშნა, რომ ალექსეი ენდობოდა ანდრეის და სწორედ მან, მისთვის უცნობ თანამზრახველთან ერთად იგი მოიტაცეს და ქალაქგარეთ ვილაში დაამწყვდიეს, დროდადრო მას აწამებდნენ და აუპატიურებდნენ. image


მათი ფხუკეტში(ტაილანდის სამხრეთი პროვინცია) დაკარგვის ამბავი მარტის დასაწყისში გახდა ცნობილი, იანა და ალექსეი რამდენჯერმე დაუკავშირდნენ ნათესავებს და მეგობრებს პრიმორსკის მხარეში და ითხოვდნენ გადმოერიცხათ 100 000$ გამოსასყიდი თანხა.მოგვიანებით იანა სასტუმროს ნომერში იპოვეს ცოცხალ-მკვდარი.


რაც შეეხება ალექსეის, 29 მარტს ფხუკეტის ჯუნგლებში იქნა მისი გვამი ნაპოვნი, როგორც ექსპერტებმა დაადგინეს, ის სამი კვირის წინ იყო მოკლული.



რაც შეეხება დამნაშავეს, გამოძიება ვარაუდობს, რომ ეჭვმიტანილი შესაძლოა იყოს ანდრეი ზაბელინი, რომელზედაც ჯერ კიდევ 2005 წელს გამოცხა

დდა ფედერალური ძებნა.




0
269
5-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
269
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0