x
image
worldsport.ge
“ნიუკასლი” რიჩარდსის შესაძენად მზადაა

imageინგლისის “ნიუკასლის” ხელმძღვანელობა ზაფხულში დაცვის ხაზის გაძლიერებას “მანჩესტერ სიტის” მცველ მიკა რიჩარდსით გეგმავს.
უკანასკნელი 18 თვის განმავლობაში 25 წლის ფეხბურთელმა მხოლოდ 18 მატჩში მიიღო მონაწილეობა და ამის მიზეზი მუხლის უმძიმესი ტრავმაა, რის გამოც მას დიდი ხანი გაუცდა.
მწყობრში დაბრუნების შემდეგ, მიკამ დიდი კონკურენციის გამო სასტარტო შემადგენლობაში დაბრუნება ვერ მოახერხა. მის მოქმედ კონტრაქტს ვადა 2015 წლის ზაფხულში ეწურება და ჯერჯერობით შეთანხმების გახანგრძლივებაზე არავინ საუბრუბს. სწორედ ამიტომ, პრესაში მისი მანჩესტერიდან წასვლის ვარიანტს აქტიურად განიხილავენ.
Goal-ის ცნობით, რიჩარდსის შეძენით სერიოზულად დაინტერესდა “ნიუკასლი” და ისინი მზად არიან ფეხბურთელის სანაცვლოდ 7 მილიონი გირვანქა გადაიხადონ, ხოლო თავად მოთამაშეს ყოველკვირეული ხელფასის სახით 70 ათასი გირვანქა დაუნიშნონ.


ზურა ქსოვრელი

www.worldsport.ge

0
0
შეფასება არ არის
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
0
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0