შოუბიზნესი ნინა წკრიალაშვილი ახალი შოუს მზადების პროცესში 2014, 30 მარტი, 12:38 ტელეკომპანია "იმედზე" აპრილის შუა რიცხვებიდან ახალი შოუ გავა, სახელწოდებით "შალვა რამიშვილის შოუ" და შალვა ამ შოუს წამყვანად მოგვევლინება. ამასთან დაკავშირებით, ნინა წკრიალაშვილმა თავისი სოციალური ქსელის "ფეისბუქის" გვერდზე, ატვირთა შოუსთვის გადაღებული ფოტოები, სადაც ნინა ცდილობს ძროხა მოწველოს. თუ რა სახის შოუ იქნება და რა კავშირი აქვს ნინა წკრიალაშვილის ამ ყველაფერთან ჯერჯერობით უცნობია, თუმცა ფოტოებმა დიდი ხალისი გამოიწვია ქართველ საზოგადოებასა და ცნობილ ქართველებს შორის. უმრავლესობამ ძროხის სიგამხდრე და მოუწესრიგებლობა აღნიშნა: "-ცოტა მოწესრიგებული ძროხა ვერ შეარჩიეს?" "- სად იპოვეს ეს გაქუცული ძროხა..." "-ძროხა ვერ დაბანეს? რა არის ცარიელი ძვალი და ტყავია ნინ და შენ კიდე წველი? ცოდოა ვა..." "-ასეთი გამხდარი, გაუბედურებული, სასოწარკვეთილი ძროხა სად მონახეთ ნეტა?" კომენტარებში ლელა წურწუმიას მეუღლე, მამულიჩაც ჩაერთო: "ამ ძროხაზე მეტი რძე მე მაქ მგონი... სად იპოვეთ ეს დასუსტებული!" ნინას ძროხის მოუწესრიგებლობა იმდენად არ აღელვებდა, რამდენადაც ის ფაქტი, რომ ძროხა წიხლებს ურტყავდა და ახლოს არ იკარებდა წველის დროს: " -ვინ დაეძებდა მოწესრიგებულ ძროხას, წიხლებს მირტყამდა, არ მიკარებდა..." იმედია საინტერესო შოუს შემოგვთავაზებს შალვა რამიშვილი. 252 2-ს მოსწონს
|