საზოგადოება ინგლისში და უელსში შედგა პირველი ერთსქესიანთა ქორწინება 2014, 30 მარტი, 11:05 ![]() დილით ადრე დევიდ კამერუნმა Twitter-ზე დაწერა:"ვულოცავ გეებს, რომლებიც დაქორწინდნენ და ვუსურვებ ყველაფერს საუკეთესოს ამ ისტორიულ დღეს". ![]() პიტერ მაკეიკი და დევიდ კაბრეზა, რომლებიც ერთად 17 წელი ცხოვრობდნენ, ერთ-ერთი პირველები იყვნენ ვინც ოფიციალურად გააფორმეს ქორწინება. ინგლისის ეკლესიის მეთაურმა, კენტერბერიის არქიეპისკოპოსმა ჯასტინ ულიბმა განაცხადა, რომ ეკლესია აწი აღარ შეეწინააღმდეგება ერთსქესიანთა ქორწინებას:"კანონი შეიცვალა და ჩვენც იძულებულები ვართ შევეგუოთ შექმნილ სიტუაციას". ნორვიჩის ეპისკოპოსი გრემ ჯეიმსი კი აღნიშნავს:"ინგლისის ეკლესია თვლის, რომ ქორწინება-ესაა მუდმივი კავშირი მამაკაცსა და ქალს შორის". BBC -ის კორესპონდეტი რიტა ჩაკრაბარტი აცხადებს, რომ ინგლისში და უელსში იქნება ორი პარალერული განსაზღვრება, რა არის ქორწინება:სახელმწიფო და ეკლესიური. ![]() მოძღვარი ენდრიუ კეინი აპირებს დაქორწინდეს თავის პარტნიორთან. ![]() 32 3-ს მოსწონს |
ინგლისში არის მასონთა მთავარი შტაბ ბინა, ანუ ინგლისში თუ დაამტკიცეს,ესე იგი ყველგან გავრცელდება!!!!