x
image
K.P.
თინა მახარაძე პოეტის ამპლუაში–ლექსი, რომელიც მსახიობმა 13 წლის ასაკში დაწერა
imageმსახიობი თინა მახარაძე საქართველომ სერიალიდან "გოგონა გარეუბნიდან" გაიცნო. მის საოცარ გარდასახვაზე დღემდე საუბრობენ. ვერავინ იფიქრებდა, რომ "გარეუბნელი თამუნას" უკან ასეთი სასიამოვნო გარეგნობის გოგო იმალებოდა. სულ ცოტა ხნის წინ მსახიობი პოპულარულ სერიალ "ჩემი ცოლის დაქალებში" ერთ-ერთ მთავარ გმირად მოგვევლინა. თინას გულახდილი ინტერვიუ საზოგადოების განხილვის საგნად იქცა. ბევრმა ნაცნობმა თუ უცნობმა ადამიანმა მსახიობი საგულდაგულოდ ლანძღა. პოპულარობამაც არ დააყოვნა.


თინა თურმე ბავშვობაში ლექსებსაც კი წერდა.

"13 წლისას (იმ ასაკში, 'სოულმეითის' მუდმივი ძიების პროცესში რომ ხარ) ჩემ ბლოკნოტში ასეთი რამე ჩამიწერია"-წერს თინა სოციალურ ქსელში და საკუთარ ლექსსაც აქვეყნებს:
" შენ, ჩემო ლუკა ლუკა,
დაგეძებ შუკა-შუკა,
შენ გზებს არა აქვს რუკა,
ვარ ვით ირინე დუკა.
მაინც გიპოვი, ლუკა
და გეტყვი:
სტუკა, სტუკა.. "image

მსახიობი შეყვარებულია ბიზნესმენ გიორგი სამხარაძეზე. "არაჩვეულებრივად ვარ ჩემს არაჩვეულებრივ გიორგი სამხარაძესთან ერთად. სტანდარტული, სტაბულური შეყვარებულები არ ვართ, რომლებიც ხელჩაკიდებულნი დადიან. გიორგი წარმატებული ბიზნესმენია, თუმცა ამის გარდა ბევრ რამეს აკეთებს. ძალიან ცნობილ სარეკლამო სტუდიაში მუშაობს და ძალიან ცნობილი კაფეც აქვს"-გვიამბო თინამ. წყვილის ურთიერთობა უკვე ხუთ წელზე მეტს ითვლის და თავს ერთად შესანიშნავად გრძნობენ. წყვილი ჯერ დაქორწინებას არ გეგმავს. ისედაც ერთად ვართ და რაღაც ფორმალობები რა საჭიოროაო. ჯერ გვირჩევნია ჩვენს საქმეებს მივხედოთოimage.



image

0
160
3-ს მოსწონს
2-ს არა
ავტორი:K.P.
K.P.
160
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0