x
image
gionare
კამერები სკოლებში !

image ვიდეოსამეთვალყურეო სისტემებით სკოლების უსაფრთხოების დაცვა მთელს მსოფლიოში სულ უფრო პოპულარული ხდება. მშობლებს როგორც წესი ნებისმიერ დროს შვილებზე ინტერნეტით თვალის დევნების შესაძლებლობაც აქვთ. ამ სისტემას თითქმის ყველა ევროპული სახელმწიფო იყენებს. თუმცა, პარალელურად
მატულობს დისკუსია იმის შესახებ, არღვევს თუ არა ეს სისტემა მეთვალყურეობის ქვეშ მყოფთა უფლებებს? არის თუ არა უწყვეტი დაკვირვება ადამიანის პირად ცხოვრებაში შეჭრა? ღირს თუ არა პიროვნული უფლებების დათმობა უსაფრთხოების სანაცვლოდ?

საქართველოში კამერები არ დამონტაჟებულა საკლასო ოთახებსა და
საპირფარეშოებში, ეს მნიშვნელოვანი დეტალია, რადგან როგორც წესი სისტემის მოწინააღმდეგეები ვიდეოკამერების საპირფარეშოებსა და გასახდელებში დამონტაჟებას პირად ცხოვრებაში უხეშ ჩარევად მიიჩნევენ. სტატისტიკური მონაცემებით, კი მასწავლებლების უმეტესობა დისკომფორტს განიცდის, როდესაც იცის, რომ დირექტორს ნებისმიერ დროს, ღილაკზე თითის დაჭერით შეუძლია ნახოს, თუ რა ხდება იმ მომენტში მის გაკვეთილზე. თუმცა საზღვარგარეთის უმეტეს პოპულარულ სკოლებში კამერები თითქმის ყველგანაა დაყენებული, თქვენ წარმოიდგინეთ საპირფარეშოებშიც, თუმცა აქვე საჭიროა ითქვას რომ მათი სველი წერთილები და ჩვენი საკმაოდ განსხვავდება!

0
160
5-ს მოსწონს
ავტორი:gionare
gionare
160
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0