x
image
t.x.
შოკისმომგვრელი ფაქტები. ფარული კამერით ჩაიწერეს როგორ ექცევიან ავადმყოფს ძვირადღირებულ კლინიკაში
imageსათვალთვალო კამერამ დააფიქსირა ორი მომვლელი, რომლებიც ძვირადღირებულ საავადმოფოში ავადმყოფს ამცირებდა. პაციენტს ტვინის დაზიანება ჰქონდა და პატრონი კვირაში 3000 ფუნტ სტერლინგს იხდიდა.

68 წლის რიტა სტრანიცა და 33 წლის ლინეტ კრუკი დააპატიმრეს ავადმყოფისთვის უხეშად მოქცევის გამო. შემთხვევა მანჩესტერში, ქალაქ ბერში მოხდა. ისინი ავადმყოფს ცუდად ექცეოდნენ, როცა თეთრეულს უცვლიდნენ. image

მასალა პაციენტის პატრონმა საიდუმლოდ გადაიღო 29 აგვისტოდან 19 სექტემბრამდე. მას აინტერესებდა როგორ უვლიდნენ ავადმყოფს მის იქ არყოფნაში. პაციენტის სახელი და გვარი კონფედენციალურობის გამო არ სახელდება. ის რამდენიმე წლის წინ ავარიაში მოჰყვა და მიიღო ტვინის სერიოზული დაზიანება. მას მერე საავადმყოფოშია და მისი ოჯახის წევრებიდან ყველას არ ჰქონდა ხშირად ავადმყოფის ნახვის საშუალება. რადგან ეჭვიც შეეპარათ, რომ პაციენტს კარგად არ უვლიდნენ, როცა გადასახადი ასე სოლიდური იყო, გადაწყვიტეს სათვალთვალო კამერების დაყენაება. მათ კამერები საგულდაგულოდ დამალეს. მომვლელები გარდა იმისა, რომ უგულოდ და უხეშად ექცეოდნენ, აგრეთვე სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდნენ უმწეო პაციენტს და უცენზურო სიტყვებით ლანძღავდნენ. მას კი რა თქმა უნდა, პასუხის გაცემა არ შეეძლო. უხეშად ქცევაში კი ის იგულისხმება, რომ ფეხებშუა ბალიშის ჩადებისას, პაციენტის უნებურ მოძრაობებს დარტყმით პასუხობდნენ. ლოგინის გამოსაცვლელად შესულებს ავადმყოფი მძინარე დაუხვდათ, მათ კი არც შეაღვიძეს, ჰკრეს ხელი და გადაბრუნება დაუწყეს.image

პაციენტის ბიძა ამბობს: "ჩვენ ძალიან შეწუხებულნი ვიყავით, ვთვლიდით, რომ ყველაფერი კარგად ვერ იყო, შიგნითაც ხშირად შესვლას ვერ ვახერხებდით. ძალიან მიხარია, რომ ამ კადრებით შევძელით გვეჩვენებინა მათი ნამდვილი სახე".


ორივე მათგანი დაპატიმრებული იქნენ მის მერე, რაც კადრები პოლიციას გადასცეს. ისინი ავადმყოფის მიმართ სასტიკ მოპყრობაში დაადანაშაულეს. მათ აღიარეს ჩადენილი დანაშაული.

გენერალურმა დირექტორმა მალკომ ბაუერ-ბრაუნმა განაცხადა, რომ შეწუხებულია თანამშრომლების ქცევით და ამბობს, რომ შემდეგში დააკვირდებიან ყველა მათგანის ქცევას, რათა პაციენტებს ყველანაირი პირობა შეუქმნან გამოჯანმრთელებისათვის. "მთელი კომპანია შეწუხებულია მათი საქციელიელით. ორივე მათგანს ათზე მეტი წლის სტაჟი ჰქონდათ და აქამდე გამოირჩეოდნენ საუკეთესო რეპუტაციით". ( აქამდე ხომ კამერები არ იდგა?!) image

2
1022
4-ს მოსწონს
ავტორი:t.x.
t.x.
1022
  
2014, 7 აპრილი, 0:24
ნათქვამია "ერთი დრო არავის შერჩება". ადრე თუ გვიან ყველას მოეკითხება..
2014, 26 მარტი, 0:08
აქაც უარესია
0 1 2