სიახლეები Lotus-ის სუპერმოტოციკლი ფილმ Tron-ის დიზაინერისაგან 2014, 25 მარტი, 21:28 ფილმ Tron-ის მხატვარმა და დიზაინერმა, Daniel Simon-მა შეიმუშავა ახალი მსუპერმოტოციკლის დიზაინი, რომელიც ავტომწარმოებელმა Lotus-მა შეიძინა. აღნიშნული მოდელი სამი ფერის გამოვა და ისიც შეზღუდული რაოდენობით, მხოლოდ 100 ეგზემპლარი დამზადდება. Lotus-ის ეს სუპერმოტოციკლი დამზადებული იქნება ნახშირბადის ბოჭკოებისაგან, რომელიც გაჯერებული იქნება ტიტანის ელემენტებით. ძრავის სიმძლავრით კი კომპანია Lotus კვლავ თავს გამოიჩენს და Lotus C-01-ის სიმძლავრე 1.2 ლიტრიანი ძრავით და 200 ცხენის ძალით განისაზღვრება. 39 6-ს მოსწონს
|