შოუბიზნესი ნინო გაჩეჩილაძე: "ნურაფერი გაგიკვირდებათ მეგობრებო, ეს საქართველოა!" 2014, 25 მარტი, 12:50 უკვე მესამე კვირაა, რაც ტელეკომპანია იმედის ეთერში, მეგაშოუ "ორი ვარსკვლავი" გადის. პროექტში ერთმანეთს ვარსკვლავური წყვილები ეჯიბრებიან. პირველ საკონკურსო ტურში პროექტი დატოვეს მამუკა ლომაშვილმა და სოფო ბედიამ. მეორე საკონკურსო ტურში ვარსკვლავები ლათინო-ამერიკული ჰიტებით წარდგნენ მაყურებლის წინაშე. ამ ტურს ნინო გაჩეჩილაძის და ნიკო ბერიძის წყვილი გამოეთიშა. უკმაყოფილო ნინო გაჩეჩილაძემ, რომელმაც ჟიურის ერთ-ერთი მთავარი წევრის, მომღერალ თეონა კონტრიძის კრიტიკაც დაიმსახურა, თავისი აზრი სოციალურ ქსელ ფეისბუქის საშუალებით დააფიქსირა: "ნურაფერი გაგიკვირდებათ მეგობრებო-"ეს საქართველოა", ყველაზე მეტი პარადოქსები აქ ხდება... მადლობა თქვენ ყველას მხარდაჭერისთვის, მიყვარხართ!" ამ სტატუსს ნინოს მეგობრების მხრიდან პროექტის კრიტიკაც მოყვა, რომლებიც თვლიან, რომ მათი წყვილი უსამართლოდ გავარდა შოუდან: "უგოიმესი პროექტია და ახლა ყავდეთ უსმენო და უხმო სასტავი... და კიდე ბევრ რამეზე აღარ დავწვრილმანდები..." "ნინო, ჩვენ ხომ ვიცით ვინ ხარ და როგორც მღერი! სმს-ები და კონკურსი ძალიან შეუსაბამოა! მიყვარხარ ჩემო ნიჭიერო... "გული დამწყდა... უნდა დავაფიქსირო ჩემი აზრი, რომ უსამართლობა იყო შენი პროექტიდან გავარდნა..." 725 6-ს მოსწონს
|