ქალი და მამაკაცი ყველაზე უჩვეულო წყვილები 2014, 24 მარტი, 11:38 სიყვარულს მართლაც რას გაუგებ...
ზოგი წყვილი იმდენად შეუფერებელი და უჩვეულოა, რომ გაოცდებით, მაგრამ მათ სხვისი აზრი არ აღელევებთ, უყვართ ერთმანეთი და თავსაც ბედნიერად გრძნობენ...
ქონდრის კაცი მსახიობი ვერნ ტროიერი, რომელიც ცნობილია ფილმებიდან "მამაკაცები შავებში" და "ჰარი პოტერი", 2004 წელს დაქორწინდა ფოტომოდელზე, რომელიც მასზე 1 მეტრით მაღალი იყო. არგენტინელი რეინალდო ვავეკჩე 24 წლის ასაკში დაქორწინდა ქალბატონზე, ადელფა ვოლპესზე, რომელიც მასზე 58 წლით უფროსი იყო. ეს სიყვარულის ისტორია, კი მართლაც რომ ურჩხულის და მზეთუნახავის თანამედროვე ვარიანტია. ულამაზესი გოგონა ცოლად გაჰყვა სერჟანტს ტი ზიგელას, რომელმაც ერაყში მსახურობისას სახე აფეთქების დროს საშინლად დაიზიანა. ქეითი კირტპარტიკი, რომელიც სიმსივნით იყო დაავადებული, იმისათვის რომ მოესწრო ნანატრი ქორწილის გადახდა, ყველანაირად ცდილობდა ცოტათი მაინც გაეხანგრძლივებინა სიცოცხლე და ეს მოახერხა. მის საქმროს ქეითი სკოლის ასაკიდან უყვარდა. მას შემდეგ რაც ისინი დაქორწინდნენ, ქეითმა 5 დღეღა იცოცხლა. ბიზნესმენ ალბერტ ჰოლმანს ყოველთვის იზიდავდა სავსე ქალები და ცოლად შეირთო ისეთი ქალი, რომელიც მის გემოვნებას აკმაყოფილებდა ზედმეტადაც კი. მსოფლიოში ყველაზე თმიანი ჩინელი მამაკაცი ბედნიერია თავის შეყვარებულთან ერთად, რომელსაც სულაც არ სცხვენია თავის საყვარელ მამაკაცთან ურთიერთობის და ინტერნეტში ფოტოებსაც აქვეყნებს ყველაზე მაღალი ცოლ-ქმარი მსოფლიოში, კალიფორნიის შტატიდან : ცოლი ლორა 190, 7 სმ-ია, ხოლო მეუღლე ყეინა ჰოლკვისატა 209, 4 სმ-ია. 3493 6-ს მოსწონს
|