ფოტოგრაფია გადაიღეთ კრეატიული სურათი ძეგლთან 2014, 23 მარტი, 14:11 ძეგლთან გადაღებული სურათი უმეტეს შემთხვევაში შაბლონურია. მოგზაურობენ ადამიანები სხვადასხვა ადგილებში, იღებენ უამრავ ფოტოებს ნაკლებად ცნობილ თუ ცნობილ არქიტექტურულ ღირშესანიშნაობებთან.ეს გახლავთ ძირითადად მოსაწყენი სურათი, რომელიც მხოლოდ ხაზს უსვამს იმას და ამტკიცებს, რომ "მე აქ ვიყავი". თუმცა არსებობენ ადამიანები, რომლებიც შემოქმედებითად უდგებიან ამ საქმეს და სახლში მოაქვთ ისეთი შესანიშნავი კრეატიული ფოტო, რომ ინტერნეტში დადების შემდეგ საიტიდან საიტზე გადადის. მსოფლიოში უამრავი საინტერესო არქიტექტურული ძეგლია და არანაკლებ საინტერესო კრეატიული ადამიანებიც. 146 3-ს მოსწონს
|