x
image
natia.a
რა არის მარხვა? - მამა გაბრიელის პასუხი

image



"ერთმა ბერმა გაბრიელ ბერს ჰკითხა:

– მარხვა რა არის?

ეხლავე აგიხსნიო უთხრა მამა გაბრიელმა და ჩამოუთვალა მას ბავშვობიდან ჩადენილი მისი ცოდვები. ყველა ცოდვა გაუხსენა: ეს რომ გააკეთე და ის რომ ჩაიდინეო. შემდგომში ამ ბერმა თქვა: მე სირცხვილისაგან აღარ ვიცოდი რა მეთქვა. დავვარდი ტირილად და აღარაფერი მახსოვდა. იგი უცებ შეიცვალა, გაღიმებული სახე მიიღო და მითხრა: მოდი, საჭმელი ჭამე და ერთად კარგად მოვილხინოთ.

მე ვუთხარი, რომ არ შემეძლო, რადგან ძალიან ცუდად გავხდი. მაშინ კი მივიღე დასმულ კითხვაზე სრული პასუხი:

– აი, ეს არის მარხვა – როდესაც ცოდვების გამო სინანული გაქვს და საჭმელი არ გახსოვს.."


/მოგონებები გაბრიელ ბერზე/

რელიგიაზე ძალიან იშვიათად ვწერ და უფრო იშვიათად ვლაპარაკობ. მაგრამ იმას, რასაც დღეს მარხვად მოიხსენიებენ, არაფერი აქვს საერთო რელიგიასთან. ეს უფრო მოდას დაემსგავსა. სამარხვო ნამცხვრებითა და ტკბილეულით სავსე მაღაზიები, სადღესასწაულო სუფრებზე მომლხენი ახალგაზრდები, რომლებიც თან თურმე მარხვას ინახავენ...

რა აზრი აქვს ამ ყველაფერს?

2
4873
9-ს მოსწონს
ავტორი:natia.a
natia.a
4873
  
2014, 20 მარტი, 22:38
სრულიად გეთანხმებით.
2014, 20 მარტი, 11:06
გეთანხმები ნათი P.S.-ზე, თუმცა ამდენი რამ სამარხვო იმიტომ მოიგონეს, რომ ერი ეხლანდელ დროში ისეა გადაგვარებული, რომ ძალზედ მძიმეა მარხვის შენახვა და ასეთი ფორმით უადვილებენ, რათა ეტაპობრივად მიაღწიოს ხალხმა იმ საფეხურს, რასაც სულის ცხონება ჰქვია. ხორციელ მარხვას კი სულიერი ლოცვა უნდა ერთვოდეს თან, მაშინ იწმინდება სული ცოდვებისგან და იმედია ამ ყველაფერს მოვა დრო და ყველა მიხვდება, თუმცა ჩემი მოძღვრის ქადაგებებიდან ბევრი მსმენია და ამიტომ ასეთ ხალხს არ განვიკითხავ "ვინც მოდას მისდევს და ისე მარხულობს", უბრალოდ ერთს ვიტყვი, რომ ბევრს არც იმ მარხვის თუნდაც მოდის გულისთვის შენახვა არ შეუძლია და ეს უკვე წინ გადადგმული ნაბიჯია, არავინ არ ვიცით ღმერთი ვისგან რას მიითვლის და ამიტომ რაც ვიცით და მოგვეთხოვება, ყველაფერი შეძლებისდაგავარად უნდა ვაკეთოთ სულის გადარჩენისთვის.
0 1 2