"ერთმა ბერმა გაბრიელ ბერს ჰკითხა:
– მარხვა რა არის?
ეხლავე აგიხსნიო უთხრა მამა გაბრიელმა და ჩამოუთვალა მას ბავშვობიდან ჩადენილი მისი ცოდვები. ყველა ცოდვა გაუხსენა: ეს რომ გააკეთე და ის რომ ჩაიდინეო. შემდგომში ამ ბერმა თქვა: მე სირცხვილისაგან აღარ ვიცოდი რა მეთქვა. დავვარდი ტირილად და აღარაფერი მახსოვდა. იგი უცებ შეიცვალა, გაღიმებული სახე მიიღო და მითხრა: მოდი, საჭმელი ჭამე და ერთად კარგად მოვილხინოთ.
მე ვუთხარი, რომ არ შემეძლო, რადგან ძალიან ცუდად გავხდი. მაშინ კი მივიღე დასმულ კითხვაზე სრული პასუხი:
– აი, ეს არის მარხვა – როდესაც ცოდვების გამო სინანული გაქვს და საჭმელი არ გახსოვს.."
/მოგონებები გაბრიელ ბერზე/
რელიგიაზე ძალიან იშვიათად ვწერ და უფრო იშვიათად ვლაპარაკობ. მაგრამ იმას, რასაც დღეს მარხვად მოიხსენიებენ, არაფერი აქვს საერთო რელიგიასთან. ეს უფრო მოდას დაემსგავსა. სამარხვო ნამცხვრებითა და ტკბილეულით სავსე მაღაზიები, სადღესასწაულო სუფრებზე მომლხენი ახალგაზრდები, რომლებიც თან თურმე მარხვას ინახავენ...
რა აზრი აქვს ამ ყველაფერს?