ტკბილეული როგორ მოვამზადოთ მოჭიქული ყველეული ("სიროკები") სახლში - მარტივი რეცეპტი 2014, 19 მარტი, 16:10 მოჭიქული ყველეული ანუ ე.წ."სიროკები" ბევრისთვის საყვარელ დესერტს წარმოადგენს. თუმცა იმისათვის, რომ თავდან ავირიდოთ მაღაზიაში შეძენილ, სხვადასხვა წარმოების პროდუქტში არსებული მინარევები, ურიგო არ იქნება, რომ ამგვარი სასარგებლო დესერტი სახლში მოვამზადოთ. მით უმეტეს, რომ მოსამზადებლად ძალიან მარტივია. დაგვჭირდება: შავი შოკოლადი - 250 გ. ხაჭო - 200 გ. ნაღების კარაქი - 50 გ. შაქრის პუდრა - 50 გ. ვანილი სურვილის მიხედვით ნებისმიერი დანამატი: თხილი, კურაგა, ქიშმიში, . გამხმარი ხილი, მალინა, მარწყვი და ა.შ. შოკოლადი გავალღოთ ორთქლის აბაზანაზე. სილიკონის ფორმებს შიგნიდან სქელ ფენად წავუსვათ გამდნარი შოკოლადი და შევდგათ საყინულეში 5 წთ. გამოვიღოთ და იგივე პროცედურა მეორედაც გავიმეოროთ. ისევ შევდგათ საყინულეში 5 წუთით. ამასობაში, მიქსერით (ან ბლენდერში) ავთქვიფოთ ხაჭო (აჯობებს თუ ხაჭოს წინასწარ გავატარებთ საცერში), ოთახის ტემპერატურაზე დარბილებული კარაქი, შაქრის პუდრა და ვანილი. მიღებულ მასაში შევურიოთ სასურველი დანამატი (კურაგა, თხილი და ა.შ.). ხაჭოს მასა ჩავდოთ სილიკონის ფორმებში. თავზე გადავუსვათ დარჩენილი გამლღვალი შოკოლადი და შევდოთ მაცივარში სუფრასთან მიტანამდე. თუ შიგთავსისთვის ვიყენებთ ახალ ჟოლოს, მარწყვს, ალუბალს, ამ შემთხვევაში ხაჭოს მცირე ულუფას მოვათავსებთ ფორმებში, დავადებთ ხილს, ზემოდან ისევ მოვათავსებთ ხაჭოს და ამის შემდეგ მოვასხამთ შოკოლადს. 310 7-ს მოსწონს
|