x
image
რუსუდან ბერიძე
რა სარგებლობა მოაქვს კოცნას?
image

თურმე იმდენი სარგებლობა მოაქვს კოცნას ჩვენი ორგანიზმისთვის შეიძლება ამ თემაზე დისერტაციაც კი დაწერო.არ მინდა თემიდან გადავუხვიო მაგრამ არ შეიძლება არ ავღნიშნო ეს, რაც ყველამ იცის და დამეთანხმება:კოცნას შეუძლია დემოგრაფიული პრობლემის მოგვარება, რაც მართლაც გვჭირდება ქართველებს, რადგან ყველაფერი აქედან იწყება.მაგრამ მეცნიერების დაკვირვების შედეგად გაირკვა კოცნის უამრავი სასარგებლო თვისებები.განვიხილოთ ზოგიერთი მათგანი:

1)დაადგინეს რომ, ვისაც კოცნა უყვარს ისინი 12 წლით მეტს ცოცხლობენ იმათთან შედარებით, ვისაც ეს არ უყვარს.

2)ხელს უშლის სტრესის განვითარებას.


კოცნა ამშვიდებს ნერვულ სისტემას.როცა ჩვენ ვკოცნით, ჩვენს ორგანიზმში წარმოიშობა, სხვადასხვა ბიოქიმიური რეაქცია, რომელიც ანადგურებს სტრესის ჰორმონებს და გამოიყოფა ბედნიერების ჰორმონი–ენდორფინი.ერთ კოცნაზე იმდენი დამამშვიდებელი ჰორმონი გამოიყოფა, რომელიც შეგვიძლია შევადაროთ მორფინის მინიმალურ დოზას.ამიტომ კოცნის მოყვარულები, უმეტესად ოპტიმისტები არიან.

3)კოცნა გვეხმარება წონის დაკლებაშიც.

დაადგინეს რომ, ერთი ვნებიანი კოცნისას იწვება 12კილოკალორია.ერთი წუთი კოცნა იგივეა რაც 500მეტრის გარბენა.თუ დღეში 3–ჯერ დაკავდებით ამ სასიამოვნო პროცედურით, 1კგ–ს უპრობლემოთ დაკარგავთ, ამიტომაცაა ალბად შეყვარებულები რომ ხდებიან.

4) ამცირებს ტკივილს.

კოცნა საერთოდ კარგია ორგანიზმის ტონუსის შესანარჩუნებლად, საერთოდ ეს მოქმედება–საუკეთესო თერაპიული საშუალებაა, რომელსაც გვერდითი მოვლენები არა აქვს.ენდორფინის დახმარებით რომელიც კოცნისას გამოიყოფა, ხდება ტკივილის მიწყნარება.მაგალითად თავის ან კბილის ტკივილის.

5) ამცირებს ინფარქტის რისკს.

ყველაზე უბრალო კოცნაც კი ზრდის გულის შეკუმშვის სიხშირეს.ამის წყალობით სისხლი სწრაფად მოზრაობს სისხლძარღვებში, რაც ძალიან კარგად მოქმედებს უჯრედებზე რადგან ამ დროს უჯრედები კარგად მარაგდება ჟანგბადით.კოცნის შემდეგ ფილტვებიც გაორმაგებულ მუშაობას იწყებენ.60 ამოსუნთქვას აკეთებს წუთში 20–ის ნაცვლად.მეცნიერებმა ასევე დაადგინეს რომ ხანგრძლივი კოცნა არა მარტო წნევას ამცირებს, ასევე ქოლესტერინსაც, ამიტომ მცირდება ინფარქტის რისკიც.

6)კოცნას ასევე რეკომენდაციას უწევენ სტომატოლოგებიც.ჩიკაგოს სტომატოლოგიური ინსტიტუტის თანამშრომლებმა დაადგინეს რომ ნერწყვი რომელიც კოცნის დროს გამოიყოფა, მდიდარია კალციუმით და ფოსფორით, რომელიც არანაკლებ იცავს ჩვენს კბილებს, ვიდრე უშაქრო ორბიტი.ექიმი ულფ ბემინგი, ავსტრალიის მეცნიერებატა აკადემიიდან, ამტკიცებს რომ კოცნა აძლიერებს იმუნიტეტს ჩვენს ორგანიზმში.

7)კოცნა აგრეთვე სახის კარგი ვარჯიშია.კოცნის პროცესში ერთვება სახის 38 კუნთი.რასაც ვერ აკეთებს ძვირადღირებული კრემიც კი.მთელი სახის უჯრედები მარაგდება სისხლით, რაც მის გაახალგაზრდავებას უწყობს ხელს.

p.s.მკითხველებს ვთხოვ არ მიიღოთ ისე, თითქოს კოცნას ვუწევდე პროპაგანდას, უბრალოდ გაგაცანით ინფორმაცია რომელიც მოვიპოვე. მეც გაოცებული დავრჩი და შემოგთავაზეთ მისი თარგმანი.




2
387
8-ს მოსწონს
ავტორი:რუსუდან ბერიძე
რუსუდან ბერიძე
387
  
2014, 16 მარტი, 23:34
ნუ შეგეშინდებათ კოცნის,თურმე ძალიან სასარგებლო ყოფილა და არ ვიცოდი:D
2014, 16 მარტი, 23:21
რუსუდან რის თქმას ცდილობ? :D ეს ხუმრობით რათქმაუნდა :*
0 1 2