x
image
რუსუდან ბერიძე
ნარკომანმა ქმარმა საყვარელი ცოლი გაყიდა.(ცხოვრებისეული ისტორია)
image

უკრაინელ გოგონას–ოლღას საერთოდ არ ახსოვდა თავისი მშობლები.ძალიან პატარა მოხვდა ბავშვთა სახლში.18 წლის ასაკში გათხოვდა.ძალიან უყვარდა მეუღლე–ოლეგი.თავდაპირველად წყვილი ბედნიერად და უზრუნველად ცხოვრობდნენ.

მთელი იდილია მაშინ დაინგრა, როდესაც ქმარმა ნარკოტიკების მოხმარება დაიწყო.რბილი და კარგი ხასიათის ყმაწვილი ნერვულ სადისტად იქცა, რომელიც მზად იყო ყველაფერზე წასულიყო, ოღონდ ნარკოტიკის საჭირო დოზა მიეღო.ცრემლები და თხოვნები მასთან არ ჭრიდა. ნელ-ნელა ღირებული ნივთებიც ქრებოდა სახლიდან.ბოლოს გამოუტყდა ახალგაზრდა ცოლს, რომ ძალიან ბევრი ვალი დაედო და თუ დროულად არ გადაიხდიდა ამ ფულს, აუცილებლად მოკლავდნენ მას.მოგვიანებით დაითანხმა ოლღა, რომ ის წასულიყო ჩეხეთში სამუშაოდ, ერთ ღირსეულ სასტუმროში–

დამლაგებლად.არწმუნებდა რომ, კარგი ანაზღაურებას მისცემდნენ და მალე დააგროვებდნენ საჭირო თანხას.დაჩოქილი თხოვდა დახმარებას და პირდებოდა, რომ საერთოდ დაივიწყებდა ნარკოტიკებს და შემდეგ ბედნიერად იცხოვრებდნენ.ბევრი არ უფიქრია ოლღას, გადადგა ეს ნაბიჯი, რადგან ძალიან უყვარდა ქმარი.და წარმოიდგინეთ, რა შოკს გადაიტანდა, როცა უცხო ქვეყანაში მოხვედრილს, გადამყვანმა განუცხადა რომ ის მისმა ქმარმა 2000$-ად გაყიდა. სექსუალური მონობისთვის– ტრეფიკინგისთვის გაწირა და უნდა დამორჩილებოდა მას.


საროსკიპო, სადაც გოგონა მოხვდა, მდებარეობდა ჩეხეთისა და გერმანიის საზღვარზე.მთიანი ადგილი იყო და ძალიან მკაცრი კლიმატი:სულ თოვლი და ყინვა იყო.იქ რაც გადაიტანა საწყალმა ოლღამ, დღემდე კოშმარებად ესიზმრება ალბათ.მას აუპატიურებდნენ, შეურაცხყოფას აყენებდნენ და სცემდნენ უმოწყალოდ ოდნავი დანაშაულისთვის.იყო მომენტი, როცა თავის მოკვლა უნდოდა.ერთხელაც ვეღარ გაუძლო მორიგ დამცირებას და სასტუმროს ფანჯრიდან გადმოხტა.საბედნიეროდ თოვლის გროვაზე დავარდა და გადარჩა.სრულიად შეუმოსავი და ფეხშიშველი გაიქცა გზატკეცილზე და ნახევრად გონდაკარგულმა პირველივე შემხვედრი მანქანა გააჩერა.ამ სატვირთოს მძღოლი აღმოჩნდა უკრაინელი კაცი, რომელიც დაეხმარა უკრაინაში ჩასულიყო.სამშობლოში დაბრუნებული ოლღა, მუხლებზე დაეცა ატირებული და მიწას დაუწყო კოცნა, ღმერთს მადლობას წირავდა გადარჩენისთვის.მაგრამ ძალიან მალე ბედნიერება სასოწარკვეთამ და შფოთვამ შეცვალა, რადგან არ ქონდა საჭირო დოკუმენტები, ფული და უკიდურეს სიღარიბეში აღმოჩნდა. სხვა გამოსავალი რომ ვერ იპოვნა და არც არავის მხარდაჭერის იმედი ჰქონდა, იძულებული გახდა ტრასაზე დამდგარიყო და სხეულით ევაჭრა.

დაძაბული დღის ბოლოს, გოგონა სულ ერთ პატარა კაფეში მიდიოდა.ერთხელაც, მის მაგიდასთან ერთი ლამაზი ახალგაზრდა კაცი დაჯდა.ერთმანეთს გამოესაუბრენ.აღმოჩნდა, რომ ცოტა ხნის წინ ცოლი დაღუპვოდა, მშობიარობას გადაყოლოდა და ტყუპ გოგონებს მარტო ზრდიდა.რამდენიმე დღის შემდეგ შეხვედრა ისევ განმეორდა და ოლგამ დაიწყო სისტემატიური შეხვედრა ამ ახალგაზრდა კაცთან–საკმაოდ ძლიერ ბიზნესმენთან-ანდრეისთან.თავისი საქმიანობა ვერ გაუმხილა საყვარელს, ეშინოდა მისი დაკარგვის.მაგრამ როდესაც ანდრეიმ ცოლობა შესთავაზა, ვეღარ დამალა და გამოუტყდა რომ იგი მეძავი იყო.მამაკაცი უხმოთ ადგა და წავიდა.მთელი დღე ტირილში გაატარა ოლღამ.იფიქრა რომ სამუდამოდ დაკარგა ანდრეი, რომელთანაც თავს ბედნიერად და დაცულად გრძნობდა.

ერთი კვირის შემდეგ როდესაც ჩვეულ ადგილას იდგა გზატკეცილზე, გაჩერდა ელეგანტური უცხოური მანქანა.მანქანიდან ანდრეი გადმოვიდა.მივიდა ოლღასთან."შენ თუ თანახმა ხარ მიატოვო ეს საქმიანობა და ყველაფერი დაიწყო ნულიდან, შენთან ერთი წინადადება მაქვს, –მე გიწვევ ჩემს სახლში როგორც ჩემი შვილების ძიძა.შემდეგ კი დრო გვიჩვენებს..."–უთხრა სერიოზული ტონით ანდრეიმ.გოგონა სიხარულით დათანხმდა.თავდაპირველად უვლიდა ანდრეის ტყუპ გოგონებს და ალაგებდა უზარმაზარ სახლს.2 წლის შემდეგ, როდესაც ტყუპებმა ოლღას პირველად დაუძახეს "დედა", ანდრეიმ ისევ სთხოვა ცოლობა და ...

დღეს უკვე ბედნიერი ოჯახი აქვთ.მართალია ოლღამ საკუთარი შვილები ვერ გააჩინა(გადატანილი სექსუალური ძალადობის წყალობით, ექიმებმა მას "უნაყოფობის"დიაგნოზი დაუსვეს)მაგრამ მას ძალიან უყვარს კატია და დაშა, რომლებსაც საკუთარ შვილებად მიიჩნევს და მართლაც შვილებივით ზრდის!

3
391
11-ს მოსწონს
ავტორი:რუსუდან ბერიძე
რუსუდან ბერიძე
391
  
2014, 16 იანვარი, 10:57
წამლის გულისთვის ყველაფრის გაკთება შეუძლოათ. ან რა ვენები უძლებთ ამდენი წელი. რა საშინელებაა ვენაში ნემსი ყოველდღე.
2014, 16 იანვარი, 10:51
ნარკომანს მე ადამიანს არ ვუწოდებ.ის გადაგვარებული ცხოველია რომელსაც ადამიანური გრძნობები საერთოდ არ გააჩნია და ვერც მოთხოვ რაიმეს.ის საცოდავი ავადმყოფია როელიც ცხოველივით გალიაში უნდა გამოამწყვდიონ რომ საზოგადოებას არ ავნონ.ისინი ხომ წამლის გამო კაცსაც კი მოკლავენ ისე რომ ხელიც არ აუკანკალდებათ:((
2014, 16 იანვარი, 10:45
მსმენია რომ, ბევრმა ქართველსაც გაუკეთებია ეგ, ცოლებს ნარკოტიკს ძალით აჩვევდნენ მერე აზერბაიჯანში უშცებდნენ სხეულით სავაჭროდ. ის ცოლებიც ვერ ძლებდნენ ნარკოტიკების გარეშე და იძულებულები იყვნენ სხეულით ევაჭრათ. :(( რა დონის ნაბიჭვქრი უნდა იყოს კაცი რომ ეს გააკეთოს წარმოდგენაც არ მინდა.
0 1 3