ქალი და მამაკაცი ოჯახური კეთილდღეობის საიდუმლო 2013, 27 ნოემბერი, 19:09
მოხუცმა ცოლ-ქმარმა ერთად 60 წელი იცხოვრეს და არ ქონდათ ერთმანეთთან საიდუმლო.მხოლოდ ერთი კეთილი საიდუმლო ქონდა ცოლს.მისი კარადის ზედა თაროზე იყო ერთი ყუთი, რომელსაც ქმარი არასოდეს ხსნიდა.ახლა კი როცა მოხუცდნენ, ერთ საღამოს ცოლი რომ დაწვა, გადაწყვიტა ქმრისთვის გაემხილა ეს საიდუმლო და თხოვა ყუთი ჩამოეღო და ცოლისთვის მიეტანა...
კაცმა თხოვნა შეუსრულა და მიუტანა ყუთი.როცა თავი ახადა, დაინახა 2 ძალიან ლამაზი მოქსოვილი თოჯინა და ფულის დასტა, სულ-25000$.
–რა არის ეს?–კითხა გაოცებულმა ქმარმა.
– იცი, ქორწილის წინა დღეებში ჩემმა ბებიამ გამანდო ოჯახური კეთილდღეობის საიდუმლო.მან მითხრა:“როცა შენ გაბრაზდები ქმარზე, არ წაეჩხუბო, არამედ ადექი და ერთი თოჯინა მოქსოვე". ქმარს თვალები ცრემლებით აევსო, რადგან ყუთში მხოლოდ 2 თოჯინა იდო.მერე მიუბრუნდა ცოლს და უთხრა:–მითხარი გეთაყვა ეს რა ფულია.ნუთუ შენ აგროვებდი იმ თანხიდან, რასაც მე საოჯახო საჭიროებისთვის გაძლევდი? –მე ეს თანხა თოჯინების გაყიდვით დავაგროვეო–უპასუხა ცოლმა. 193 9-ს მოსწონს
|