x
image
რუსუდან ბერიძე
რა ანგრევს ოჯახურ ურთიერთობებს?

image

ახალგაზრდა კაცის ნაამბობი.(ცხოვრებისეული ისტორია)
"როცა შინ დავბრუნდი, ცოლი ვახშმისთვის სუფრას შლიდა.მე მისი ხელი ხელში ავიღე და ვუთხარი, რომ მასთან სასაუბრო მქონდა.ის დაჯდა და მშვიდად დაიწყო ჭამა.მე მის თვალებში უდიდესი ტკივილი დავინახე. ვჩქარობდი, მაგრამ არ ვიცოდი რა და როგორ მეთქვა მისთვის.ხომ უნდა მეთქვა რასაც ვფიქრობდი?
–მე ვითხოვ განქორწილებას, –დავიწყე მშვიდად...
ეტყობა არც კი გააღიზიანა ჩემმა სიტყვებმა, რადგან ძალიან მშვიდად მკითხრა:
–რატომ?–მკითხა სხვათაშორის, თითქოს არც ადარდებდა ეს საკითხი.
ჩემი გული დიდიხანია ეკუთნოდა კატიას, რადგან ცოლი აღარ მიყვარდა უკვე.უბრალოდ ის მებრალებოდა.
მეორე დღეს, გვიან დავბრუნდი სახლში და დავინახე მაგიდასთან იჯდა და რაღაცას წერდა.მე კი წამოვწექი და მალევე დამეძინა, რადგან დაღლილი ვიყავი კატიასთან გატარებული აქტიური დღის შემდეგ.
დილით მან წარმომიდგინა განქორწინების თავისი პირობა: არაფერი არ უნდოდა ჩემგან, ოღონდ ითხოვდა განქორწინებამდე დროს–ერთ თვეს და ამ ერთი თვის განმავლობაში მაქსიმალურად უნდა გვეცადა გვეცხოვრა ნორმალური ცოლ-ქმრული ცხოვრებით.ამისთვის მას მოყავდა ძალიან მარტივი მიზეზი:ჩვენს შვილს ერთი თვის შემდეგ ქონდა გამოცდები და არ უნდოდა ჩვენი განქორწინების პროცესს ხელი შეეშალა მისთვის გამოცდის მომზადებაში.
ეს პირობა ჩემთვის მისაღები იყო, მაგრამ იყო კიდევ ერთი რამ:ის მთხოვდა გაგვეხსენებინა ჩვენი ცოლ-ქმრული ცხოვრების დასაწყისი, როცა ხელში აყვანილი შემყავდა ოთახში და უნდოდა ყოველ დილით ასე ხელში აყვანილი გამომეყვანა საძინებლიდან მისაღებ ოთახში.მე ვიფიქრე, მგონი სულ გაგიჟდა-თქო.მაგრამ მაინც უნდა მომეთმინა მისი ბოლო კაპრიზები და დავთანხმდი მის ამ უცნაურ მოთხოვნასაც.
მეუღლესთან არ მქონდა ახლო ურთიერობა, რაც კიდევ ერთხელ უსვამდა ხაზს ჩვენი განქორწილების მიზეზს.ამიტომ პირველ დღეებში როდესაც ხელში აყვანილი გამომყავდა ოთახიდან, თავს ძალიან უხერხულად ვგრძნობდი.ჩვენი შვილი კი სიცილით მაქებდა:–ყოჩაღ მამა!.მისი ეს სიტყვები ნემსებივით მჩხვლეტდა გულზე.საძინებლიდან სასტუმრო ოთახამდე 10 მეტრზე მეტი იყო.ხელში აყვანილ ჩემ ცოლს თვალები დახუჭული ქონდა და მეჩურჩულებოდა:–ნუ ეტყვი ჩვენს შვილს განქორწინების შესახებ გთხოვ, ხომ ხედავ როგორი ბედნიერია?მე თავი დავუქნიე თანხმობის ნიშნათ– ჩაფიქრებულმა.და ასე მეორდებოდა ყოველდღე...და მე ვხვდებოდი როგორ მეძნელებოდა მისი ხელის გაშვება და მეშინოდა რომ გადაწყვეტილება არ შემეცვალა.უფრო მჭიდროდ ვიკრავდი მის სხეულს, ზუსტად ისე როგორც ქორწინების პირველ დღეებში და ეს სიამოვნებას მანიჭებდა.
ბოლო დღეს, როდესაც ის ხელში ავიყვანე, ფეხის გადადგმაც კი ვერ შევძელი.შვილი სკოლაში წავიდა.მე ის ისევ მეჭირა ხელში და მივხვდი, რომ ჩვენს ოჯახურ ურთიერთობებს სწორედ სიახლოვე აკლდა.
მივედი კატიასთან ოფისში და ისე გადმოვხტი მანქანიდან, კარიც კი არ მიმიხურავს.მეშინოდა რაიმეს ხელი არ შეეშალა სწორი გადაწყვეტილების მიღებაში.ავედი ზემოთ.კატიამ გამიღო თავად კარი.მე ვუთხარი:
–მაპატიე კატია, მაგრამ მე არ მინდა უკვე ცოლთან გაშორება.
კატია უცებ გამოფხიზლდა.მოულოდნელად სილა მითავაზა და თან კარი ცხვირწინ მომიჯახუნა.
მე დავეშვი კიბეებზე და წამოვედი.გზად გამოვიარე ყვავილების სალონში და ყვავილების თაიგული შევუკვეთე ჩემი მეუღლისთვის.გამყიდველმა მკითხა, ბარათს რა წავაწეროო.ვუპასუხე:–მე გატარებ ხელით ყოველ დილით, ვიდრე სიკვდილი არ დაგვაშორებს ერთმანეთს!!!
იმ საღამოს ყვავილებით ხელში სიხარულით ავირბინე კიბეები და ...ის საწოლში მკვდარი დამხვდა...ყვავილები ხელიდან გამივარდა...
თურმე ჩემი ცოლი თვეების მანძილზე ებრძოდა სიმსივნეს, მე კი ისე ვიყავი დაკავებული კატიასთან ურთიერთობით, ვერც კი შევამჩნიე ეს.მან იცოდა რომ მალე მოკვდებოდა და ჩემს დაცვას ცდილობდა.მას არ უნდოდა ჩვენს შვილს გაეგო, ჩვენი დაძაბული ურთიერთობის შესახებ. სურდა მის თვალში მუდამ მოსიყვარულე მამად დავრჩენილიყავი.
ჩვენი ოჯახური ურთიერთობების წვრილმანები, არ არის არც აგარაკი, არც კარგი მანქანა და არც ბევრი ფული ბანკში.ამიტომ გამონახეთ მეტი დრო თქვენი მეორე ნახევრისთვის და გააკეთეთ ის წვრილმანი რაღაც ერთმანეთისთვის, რაც ქმნის სიახლოვეს და თბილ ოჯახურ ურთიერთობებს.
დაე, გქონდეთ ნამდვილი ბედნიერი ოჯახი!




6
281
10-ს მოსწონს
ავტორი:რუსუდან ბერიძე
რუსუდან ბერიძე
281
  
2014, 16 მარტი, 22:13
მკვდარი დამხვდაო რომ წავიკითხე მოულოდნელობისგან შევხტი,სულ სხვა დასასრულს ველოდი :((( საშინელებაა როდესაც კაცები ასე ტკენენ გულს თავისი შვილების დედებს ვიღაც კახპების გამო
2014, 28 იანვარი, 18:37
რა სისულელეებს წერენ უკვე რა მოიგონონ არიციან,ვაი იმდენი შენს პატრონს რამდენიც ეს ნამდვილი ამბავი არაა,ეს წიგნი ამერიკელმა მწერალმა დაწერა სადაც ერთ წიგნში 3 რომანია გაერთიანებული და იქიდანაა ამოჭრილი ეს მოკლე შინაარსი,ამას გაგრძელებაც აქ,ბოლოს ის კაცი უცოლოდ დარჩება და ყოველ დღე ცოლის სურათს დაატარებს ხელით სიკვდილამდე, აი ასე მთავრდება ეს ყველაფერი.
2014, 20 იანვარი, 17:06
დგენერატი კაცი :(((
2014, 17 იანვარი, 11:14
ცრემლი მომადგა თვალზე:(
2014, 16 იანვარი, 23:34
მართალი ხარ გენაცვალე,მაგრამ ყველას როდი ესმის ეს სამწუხაროთ
2014, 16 იანვარი, 23:31
დაე ყველა ადამინმა მიხვდეს რომ მატერიალური ნივთები დროებითია სიტბო და სიყვარული მარადიული,მას როგორც ცეცხლს შეშა ისე სწირდება ყურადტება და მზრუნველობა
0 1 6