x
image
რუსუდან ბერიძე
ნუ გაწირავ შენ შვილს სასიკვდილოდ ანუ 18 წლის გოგონას ცრემლიანი აღსარება.
image

18 წლის ასაკში მინდა გაგიმხლოთ საშინელი სიმართლე, რომელიც თავს გადამხდა.იქნებ ჩემი თანატოლებისთვის მაინც იქცეს ეს ამბავი კარგ გაკვეთილად და ჩემსავით არ დაინგრიონ ცხოვრება.მარტო ლამაზი სიტყვები არ არის საკმარისი, რომ გაიგო ადაიანს როგორ უყვარხარ.ის გასაჭირშიც უნდა გამოცადო.მოკლედ მოგიყვებით ჩემ ტრაგიკულ ისტორიას და დასკვნები თავად გააკეთეთ

.რამდენიმე წელი ვხვდებოდი ერთ ბიჭს–დიმას.ერთმანეთი თითქოს თავდავიწყებით გვიყვარდა, ვოცნებობდით ოჯახზე, შვილებზე და მომავალზე...ერთი სიტყვით ოცნების კოშკებს ვაგებდი, როგორც ყველა შეყვარებულ ადამიანს ჩვევია.ერთი დღეც ვერ ვძლებდით ერთმანეთის გარეშე.(თურმე როგორ ვცდებოდი)

ერთ დღეს კი ყველაფერი შეიცვალა.ივნისის საღამო იყო, ტესტი ვიყიდე და..2 ხაზი.თვალებს არ ვუჯერებდი.დილით ისევ გადავამოწმე–იგივე შედეგია.ხელებმა კანკალი დამიწყო, მუცელიც კი საშინლად ამტკივდა ნერვიულობისგან.იატაკზე ჩამოვჯექი და თვალებიდან თავისით მოედინებოდა ცრემლები, მაგრამ არ ვიცი ეს სიხარულის ცრემლებია იყო თუ მწუხარების.გამიხარდეს თუ მეწყინოს?თავში მხოლოდ ერთი აზრი მიტრიალებს:“რა ვქნა?"


იმ დღეს დიმას შევხვდი, შევატყობინე ჩემი ფეხმძიმობის ამბავი, გაოცებით შემომხედა და მითხრა, რომ მისთვის სულერთია გავაჩენ თუ მოვიცილებ ბავშვს.“მე არ ვარ მზად ამისთვის, შენ რაც გინდა ის გადაწყვიტე იანა, გააჩენ?"მეკითხებოდა და დავინახე, რომ ამ დროს მის თვალებში უსულგულობა მეფობდა.ჩემ წინ ჩემთვის აქამდე უცნობი ცივი და უგრძნობი ადამიანი იდგა და არა ის მამაკაცი რომელიც სიყვარულს მეფიცებოდა...

მეორე დღეს კლინიკაში წავედი, გამოკვლევა გავიკეთე, რომელმაც ტესტის შედეგი დაადასტურა.გინეკოლოგმა ერთ კვირაში დამიბარა ისევ, რადგან გადავწყვიტე ბავშვი მომეშორებინა და დამისახელა თანხა რომელიც აბორტს დაჭირდებოდა. ჩვენი შეხვედრის შემდეგ დიმა სულ დამშორდა.მართალია მომცა აბორტისთვის საჭირო თანხა, მაგრამ ამის შემდეგ საბოლოოდ მაქცია ზურგი.

ეს კვირა ჩემთვის უსასრულოდ გაგრძელდა.მთელი ღამეები არ მეძინა, დილით კი ისე მერეოდა გული, საწოლიდან ადგომასაც კი ვერ ვახერხებდი.ჭამაზე ხომ ლაპარაკიც ზედმეტი იყო.მეორედ როცა მივედი გამოკვლევაზე, მონიტორზე ექიმმა დამანახა პატარა “ლაქა" და გავიგონე მისი სიტყვები, რომელიც არასოდეს არ დამავიწყდება“შეხედე, ეს შენი პატარაა, როგორ კარგად ვითარდება და მალე უფრო დიდი გაიზრდება".მაგრამ მე მეშინოდა...

მეორე დღეს უკვე უნდა მივსულიყავი აბორტის გასაკეთებლად.სახლში რომ დავბრუნდი, მაინც დავურეკე დიმას და მოვუყევი ჩვენი შვილის შესახებ.მეგონა ახლა მაინც მოუბრუნდებოდა გული ბავშვისკენ, მაგრამ ყურმილში სამარისებული სიჩუმე იყო, არავითარი რეაქცია.ძალიან მეწყინა.ვერ წარმოვიდგენდი თუ ეს პატარა, უსუსური არსება ასე შეცვლიდა და დამაშორებდა ჩემს საყვარელ მამაკაცს.

მეორე დღეს ჩემი გინეკოლოგი მელოდებოდა საჭირო მედიკამენტებით და იარაღებით აღჭურვილი.გადაწყვეტილება საბოლოო იყო.უნდა გამეწირა შვილი.რაღაც წამალი დამალევინეს, ნემსიც გამიკეთეს და მომამზადეს საშინელი “მკვლელობისთვის".მალე მუცლის არეში საშინელი ტკივილი ვიგრძენი და სისხლდენაც დამეწყო.სასწრაფოდ გადამიყვანეს საოპერაციო ბლოკში და იქ რაც გადავიტანე, ამას უკვე ენა ვერ აღწერს.ტკივილებისგან ისე ვყვიროდი, მთელ განყოფილებას ესმოდა.ექიმი პირზე ხელს მაფარებდა და მეუბნებოდა:“დაწყნარდი სულელო, ეს შენი არჩევანია, არავის დაუძალებია".უკვე ტირილით დავიღალე.ცრემლებიანი თვალებით ვერაფერს ვხედავ.ფიზიოლოგიურად გამოვდევნე პაწაწინა ნაყოფი.ექიმს გაუხარდა რომ როგორც იყო განვთავისუფლდი.აიყვანა მაშით პაწაწინა არსება და მაშინ დავინახე ულუსგულო დედის წყალობით მოკლული საცოდავი ჩემი პატარა, ჩემი სისხლისა და ხორცის ნაწილი.ამას კი მართლა ვეღარ გავუძელი და გონება დავკარგე.

ექიმმა წამლები დამინიშნა რომ გართულება თავიდან ამეცილებინა და კლინიკიდან გამომწერა.ჩემი სახლი საკმაოდ შორს იყო.მე კი ძალიან სუსტად ვიყავი გადატანილის შემდეგ, ბევრი სისხლიც დავკარგე.მარტო ვიყავი, სრულიად მარტო.იმდენი მქონდა ფული, რომ მხოლოდ სამარშრუტო ტაქსს თუ გავყვებოდი.ამის ძალა კი არ მქონდა.სხვა გზა არ იყო.დავურეკე ისევ დიმას.“დიმა წამიყვანე გთხოვ კლინიკიდან.მე ძალიან სუსტადა ვარ, სისხდენა მაქვს და ჩემი ფეხით ვერ მოვდივარ".“იანა მე ვმუშაობ"–მოჭრილად და მკვახედ მიპასუხა მან...

დღეს სულ მარტო ვარ, მენატრება ჩემი პატარა და სულ სიზმრად ვხედავ და ვიტანჯები უსასრულოდ...

მე ვთხოვ ყველას, ვინც წაიკითხავს ჩემ საშინელ ისტორიას, დამიჯერეთ მეც და სხვებსაც, ვინც თავის თავზე გამოცადა ანალოგიური საშინელება...ნუ წაართმევთ სიცოცხლეს თქვენს პატარას! არ გვაქვს ჩვენ ამის უფლება!


image


14
754
7-ს მოსწონს
ავტორი:რუსუდან ბერიძე
რუსუდან ბერიძე
754
  
2018, 10 მარტი, 3:47
დაორსულდი? ხოდა პასუხისმგებლობაც უნდა აგეღო შენს თავზე და ბავშვი გაგეზარდა
2013, 3 დეკემბერი, 17:42
ღმერთმა ყველა დაიფაროს.
2013, 3 დეკემბერი, 17:24
სამწუხაროა რომ ამ შეცდომას ვერ გამოასწორებს ბევრი
ერთერთი უმძიმესი ცოდვა უფლის წინაშე
2013, 3 დეკემბერი, 17:05
მარტალი ხარ შვილო.მე შენზე უფროსი ბიჭი მყავს,29 წლისაა ცოლსჰვილიანი და გოგონა 15 წლის.ბიჭის გაზრდაზე არ მქონია პრობლემები,გოგონა კი ძალიან რთულია.შეიძლება ასაკის ბრალია,თუ დრომ მოიტანა ეგრე არ ვიცი.და ამას ძალიან განვიცდი
2013, 3 დეკემბერი, 13:54
ბავშვობიდან უნდა მიეჩვიოს ბავშვი რომ რჩევა მიიღოს და გაითვალისწინოს... მეც ჯერ პატარა ვარ 21ის და მესმის ეგ გრძნობა მარა როცა ვიცი რომ გამოცდილია ადმიანი ჩემზე მეტად აუცილებლად ვუსმენ ... ზოგჯერ ყველაზე სულელირი რჩევა ყველაზე სწორი ყოფილა ...
2013, 3 დეკემბერი, 13:17
სავსებით გეთანხმებით.მე არ მივეკუთნები მშობელთა მაგ კატეგორიას.პირიქით,მგონი კი არა ზედმეტებიც მომდის დარიგებები,რაც აღიზიანებთ ზოგჯერ ახალგაზრდებს.ახლანდელ ახალგაზრდებს უსეცდომო გონიათ თავი.ასე კი სულაც არ არის სამწუხაროდ
2013, 3 დეკემბერი, 12:58
მადლობა თქვენ... კი მართლაც პრობლემატურია და ეს იმის ბრალიცაა რომ საზოგადოება ნაკლებად გათვიცნობიერებულია ასეთ საკითხებში, მშობლები არ ელაპრაკებიან შვილებს ასეთ თემებზე და "ტაბუს" გამო ამდენი შეცდომა ხდება... ჩემი აზრით მშობლემა უნა აუხსნას შვილს მსგავსი საკითხები
2013, 3 დეკემბერი, 12:34
მადლობთ ესოდენ კარგი კომენტარისთვის.მეც ქალიშვილის დედა ვარ და ეს საკითხი დღეს ძალიან პრობლემატურია და მომრავლდა ანალოგიური შემტხვევები.იქნებ ახალგაზრდებმა გაითვალისწინონ სხვისი შეცდომები და ანალოგიური არ დაუშვან
2013, 3 დეკემბერი, 11:20
ამიტომაა, რომ სანამ დაუცველ კავშირზე გადახვალ გააზრებული უნდა გქონდეს "რისკი", უხეშად ნათქვამია მაგრამ ასეა... სამწუხაროდ ჩემს გარშემოც არის რამდენიმე გოგონა ვისაც ასე მოუწია მოქცევა და ვიცი როგორც გრძნობენ თავს და კაცი რომელიც გოგოს ამაზე უბიძგებს ჩემთვის არაფერს წარმოადგენს ... სტატია მართლაც კარგია, მძიმე მაგრამ რეალობის ამსახველი...
2013, 27 ნოემბერი, 16:26
:((
წინა კომენტარების ნახვა
0 0 10