“ტორპედო” მომდევნო 5 “საშინაო” შეხვედრას “მიხეილ მესხზე” უგულშემატკივროდ ჩაატარებს
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაში აღმასრულებელი კომიტეტის სხდომა გაიმართა. განსახილველ თემებს შორის ეროვნული საფეხბურთო ჩემპიონატის ოცდამეერთე ტურში მომხდარი ინციდენტები იყო.
აღმასკომის გადაწყვეტილებით, 9 მარტს, "ტორპედო" - "დინამოს" შეხვედრაზე მომხდარი არეულობის გამო, ქუთაისური კლუბი მომდევნო ხუთ საშინაო შეხვედრას ნეიტრალურ მოედანზე ჩაატარებს. "ტორპედოს" მატჩების მასპინძელი, გულშემატკივრების გარეშე, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონი იქნება.
"დილასა" და " ვიტ ჯორჯიას" შეხვედრაზე მომხდარი ინციდენტის გამო, გორელები მომდევნო შეხვედრას დავით ყიფიანის სახელობის თასის გათამაშებაზე მაყურებლის გარეშე გამართავენ.
აღმასკომმა დღევანდელ სხდომაზე სადისციპლინო კოდექსში ცვლილება შეიტანა. ამიერიდან მკაცრდება სტადიონზე ღირსების შეურაცხმყოფელი სკანდირება. სასჯელი ათასი ლარის ნაცვლად, ხუთი ათასი ლარით განისაზღვრა. ფაქტის განმეორების შემთხვევაში კი საჯარიმო სანქცია ათი ათასი ლარი იქნება.
სფფ-ს პრესსამსახური
www.worldsport.ge