ორსულობა და ბავშვი დასახელდა ქვეყანა,სადაც ყველაზე მეტი სუროგატი დედები არიან 2014, 16 მარტი, 11:49
რეპროდუქტიული კლინიკა, რომელიც ინდოეთის ქალაქ ანანდში მდებარეობს, ერთ-ერთი ყველაზე პოპულარულია მსოფლიოში.
ამ კლინიკაში სუროგაციიც მეშევობით იბადება ბავშვები.შემკვეთები ძირითადად ის ცოლ-ქმრული წყვილია, ვის ქვეყანაშიც აკრძალულია სუროგაცია.
ნაყოფს ატარებენ ყველაზე ღატაკი ინდოელი ქალები, კლინიკაში ყოვეთვიურად 10 ბავშვი იბადება.
ბევრ განვითარებულ ქვეყანაში სუროგატ დედას აკრძალული აქვს აიღოს მომსახურეობისთვის ფულადი ჯილდო(თანხა გამოიყოფა მხოლოდ კვებისთვის და სამედიცინო მომსახურეობისთვის).ხოლო ინდოეთში კი სრულიად კანონიერ ბიზნესად ითვლება.მსურველს ბავშვი დაუჯდება 28 000$, აქედან სუროგატ დედას 7 800$ გადაეცემა.თანხა უზარმაზარია, თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ინდოეთი ერთ-ერთი უღატაკესი ქვეყანაა მსოფლიოში, ქვეყნის თითქმის ერთი მესამედი დღეში 1, 2$-ად ცხოვრობს. სიღატაკის გარდა ინდოეთში უმეტესი ქალი გაუნათლებელია და შესაბამისად უმუშევარიც, ამიტომ სიდუხჭირე აიძულებთ სუროგატი დედები გახდნენ, თუ გავითვალისწინებთ ამ ქვეყნის სტანდარტებს, ქალი ამის შემდეგ უზრუნველყოფილი და უფრო მეტიც, მდიდარი ხდება. 43 3-ს მოსწონს
|