ვარსკვლავების ძვირადღირებული ავტომობილები.
ვარსკვლავებს ზოგადად ძალიან ძვირადღირებული მანქანები ჰყავთ.მათ შორის არიან ისეთებიც, რომლებიც არანაირ თანხას არ იშურებენ საყვარელი მანქანის შესაძენად. წარმოგიდგენთ ზოგიერთ მათგანს.
მიკი რურკი უკვე კარგახანია არ არის დაკავებული გადაღებებით სამაგიეროდ ის პოულობს სხვადასხვა გასართობებს და მუდმივად პრესის ყურედღების ცენტრში იმყოფება.ცოტა ხნის წინ მან გაიკეთა ახალი ტატუ და ასევე შეიძინა მანქანა რომლის ღირებულება შვიდციფრიანი რიცხვია, მას ძალიან ეფექტური შესახედაობა აქვს.
კიმ კარდაშიანმა კი შეიძინა Ferrari რომლის ღირებულება 186 925 დოლარია.
![ვარსკვლავების ძვირადღირებული
ავტომობილები. image](http://server4.intermedia.ge/article_images/small/201403/2014031517170734272.jpg)
ძვირადღირებული მანქანები ძალიან მოსწონს პერის ჰილტონს.მისი ავტომობილი"Bentley GT kontinental"ვარდისფერია და 285 000 დოლარი ღირს.
![ვარსკვლავების ძვირადღირებული
ავტომობილები. image](http://server4.intermedia.ge/article_images/small/201403/2014031517174134272.jpg)
ბრიტანული ფეხბურთის ვარსკვლავი(უკვე ყოფილი) დევიდ ბექჰემი უპირატესობას ანიჭებს "Rolls-Royce"და ის ერთგულია მისი. ბექჰემის ავტომობილის ღირებულება 407 000 დოლარია.
ცნობილ მსახიობს ნიკოლას კეიჯს კი "Enzo Ferrari" ჰყავს რომელშიდაც 670 000 დოლარი გადაიხადა.
![ვარსკვლავების ძვირადღირებული
ავტომობილები. image](http://server4.intermedia.ge/article_images/small/201403/2014031517191934272.jpg)
რეპერ ჯეიზის ავტომობილი "Maybach Exselero"ნამდვილი საოცრებაა.მისი სიჩქარე 351 კილომეტრია საათში.მან ამ ავტომობილში რეკორდული თანხა 8 მილიონი დოლარი გადაიხადა და ნამდვილად შეიძლება ითქვას, რ ომ მას ხმელეთის თვითმფრინავი ჰყავს.
![ვარსკვლავების ძვირადღირებული
ავტომობილები. image](http://server4.intermedia.ge/article_images/small/201403/2014031517200634272.jpg)
რეპერი"Birdmani", მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე მდიდარ რეპერად ითვლება. მისი ავტომობილი "Bugatti veyron 16.4"2, 1 მილიონი დოლარი ღირს.
![ვარსკვლავების ძვირადღირებული
ავტომობილები. image](http://server4.intermedia.ge/article_images/small/201403/2014031517205234272.jpg)
მსახიობ ჯერი საინფელს არცთუ ისე ცოტა მანქანები ჰყავს ყველაზე ძვირი კი "Porshe 959"–ია, რომლის ფასი 700000 დოლარია.
![ვარსკვლავების ძვირადღირებული
ავტომობილები. image](http://server4.intermedia.ge/article_images/small/201403/2014031517212734272.jpg)
ამერიკის ტელევიზიის ვეტერანს ჯეი ლენოს ჰყავს "Ecojet"ეს არის ეკომობილი რომლის ფასი უცნობია.
![ვარსკვლავების ძვირადღირებული
ავტომობილები. image](http://server4.intermedia.ge/article_images/small/201403/2014031517220134272.jpg)