ტკბილეული როგორ მოვამზადოთ ირისი სახლში (უმარტივესი რეცეპტი) 2014, 15 მარტი, 10:38 ირისი ბევრის საყვარელი ტკბილეულია, განსაკუთრებით ბავშვებს მოსწონთ. ამიტომ, მაღაზიაში ნაყიდი გაურკვეველი წარმომავლობისა და შემადგენლობის კანფეტების ნაცვლად, გთავაზობთ მისი სახლში მომზადების უმარტივეს რეცეპტს. დაგჭირდებათ: არაჟანი - 500 მლ. შაქარი - 500 გ. თაფლი - 125 გ. სამივე ინგრედიენტი ერთად მოვათავსოთ ქვაბში და დავდგათ ნელ ცეცხლზე. ვადუღოთ 20-25 წთ. თან განუწყვეტლივ ვურიოთ ხის კოვზით. მასა თანდათან შეიცვლის ფერს და დაიწყებს შესქელებას. იმისათვის, რომ შევამოწმოთ, მზად არის თუ არა, ერთ წვეთს ჩავაწვეთებთ ცივ წყალში, თუ წვეთი გამაგრდა და ფორმა შეინარჩუნა, ირისი მზადაა. მზა ირისს ვასხამთ ცხიმწასმულ ფორმებში (თუ ფორმები სილიკონისაა, ცხიმის წასმა არ სჭირდება). გავაგრილებთ და სურვილისამებრ დავჭრით. 2155 5-ს მოსწონს
|