საზოგადოება ძმაკაცისთვის დათმობილი პირველი სიყვარული 2012, 9 მაისი, 10:10 მე მოგიყვებით ერთ ჩემს სკოლისდროინდელ ისტორიას. მე მქვია მაკა და მყავს ძმა სახელად დავითი. მე და ჩემი ძმა თანაკლასელები ვიყავით. ჩვენს კლასში სწავლობდა ყველასაგან გამორჩეული გოგონა მარი. მარი ძალიან ლამაზი, სათნო, კეთილი, წარმატებული და კაი ოჯახის შვილი იყო, თუმცა ამით არ სარგებლობდა. კლასში ყველა ერთნაირად უყვარდა და ყველას ერთნაირად ეხმარებოდა, არავის არ არჩევდა. მარი ჩემი საუკეთესო მეგობარი იყო. მარი კლასში ყველა ბიჭს მოსწონდა. და აი ერთ დღეს ჩემს ძმას ძალიან შეუყვარდა ეს გოგო. მხოლოდ მასზე ფიქრობდა, სხვა არაფერი აღარ ახსოვდა, თუმცა დათოს გრძნობების შესახებ მარიმ არაფერი იცოდა. მე და ჩვენმა მშობლებმა ვიცოდით ვინ უყვარდა დათოს და ოჯახში დათოს რომეოსაც უძახდნენ ხოლმე და ფიქრობდნენ რომ ''ჯულიეტა'' მალე მათ ოჯახში შემოვიდოდა. სასწავლო წლის დასაწყისში ერთ ერთი სკოლიდან გადმოვიდა ბიჭი სახელად ზვიადი, რომელსაც ამ სკოლაში თავიანთ თანაკლასელებთან პრობლემები შეექმნა. დათომ მას დახმარების ხელი გაუწოდა და ამით დაკარგა ყველა თავისი მეგობარი. ამას ისიც დაერთო, რომ მალე ზვიადმა დავითს უამბი მისი გრძნობების შესახებ და უთხრა, რომ მარიზეა შეყვარებული. დათოსთვის ამაზე მეტი უბედურება არ იყო იმ დროს. მას თავისი გრძნობების შესახებ ზვიადისთვის არაფერი უთქვამს. მე მარის დათოსგან მალულად ყველაფერს ვუყვებოდა. ამ პერიოდში ზვიადს პრობლემები შეექმნა მასწავლებლებთან და სკოლაში აღარ დადიოდა. სახლში ჩაიკეტა. დათო მას დაეხმარა და მარისთან დიდი დხოვნის შემდეგ იგი ზვიადისთან მიიყვანა. იცოდა, რომ ზვიადს ძალიან გაუხარდებოდა. მართლაც ზვიადი ბედნიერებისგან მეცხრე ცაზე იყო და დათოც გახარებული იყო მეგობრის დახმარებით, მაგრმამ მარი მიხვდა, რომ დათო იგი მხოლოდ პირადი ინტერესებისთვის გამოიყენა და შეყვარებული ''ლანგრით'' მიართვა თავის მეგობარს. ამის შემდეგ მარის გული აუცრუვდა დათოზე და ზვიადს დაუახლოვდა. ჩვენ ჩემი ძმის გამო იძულებულნი გავხდით სხვა სკოლაში გადავსულიყავით. დათო შეყვარებული დაკარგა მე კი საუკეთესო მეგობარი. 899 2-ს მოსწონს
|