ქალი და მამაკაცი რა ვქნა? – ანუ ქალიშვილი გოგონას ფიქრები 2012, 13 აპრილი, 21:34 ქორწინებამდელ სექსს რელიგია რა თქმა უნდა არც მამაკაცის და არც ქალის შემთხვევაში არ ცნობს, მაგრამ საზოგადოებაში დასაშვებ ნორმად ითვლება თუ ბიჭს აქვს სექსი და გოგონას არა. სექსი თემაზე ზოგადად ვისაუბრე, ამ ტოპიკში კი მინდა გოგონებსთვის დავწერო სპეციალურად და წარმოვუდგინო მათ რა არჩევანი აქვთ და რა შეიძლება მოყვეს მათ არჩევანს ზოგადად ცხოვრებაში. პასუხი თქვენს კითხვაზე უნდა გქონდეთ სექსი თუ არა. ეს გოგონებო თქვენი პირადი გადაწყვეტილებაა, თქვენ უნდა მიიღოთ ეს ნაბიჯი დამოუკიდებლად. მე არაფრის პროპაგანდა არ მინდა გაგიწიოთ. ამას რა თქმა უნდა ისეთი გოგონებიც წაიკითხავენ, რომლებიც არიან სხვისი აზრების ზეგავლენის ქვეშ, ან მათი საშუალებით ჩამოიყალიბეს მათი მსგავსი თავიანთი აზრი, ქორწინებამდე თავშეკავების შესახებ. როცა სექსზე იღებ გადაწყვეტილებას საქართველოში, ყოველთვის უნდა გახსოვდეს, რომ უნდა აიტანო ბევრი შენი მიმართულებით ნასროლი ტალახი, შეეგუო როგორ გაგრიყავს შენი საყვარელი ბევრი ადამიანი, ასევე არ გაგიმართლოს ბევრ ქართველ მამაკაცში, იმიტომ რომ მათი უმრავლესობა ტრადიცულად აზროვნებს, თუმცა სექსით დაკავების მიზნით მოიტყუებიან, რომ ესეთები არ არიან, თქვენთან გაერთობიან, არ მოგეპყრობიან პატივისცემით და არასოდეს მოინდომებენ თქვენთან სერიოზულ ურთიერთობას. ეს ის მინიმუმია რაც საზოგადოებაში გელით. ასევე არის ერთი საკითხი რომელ ასაკში უნდა დაკავდე სექსით, რა უნდა გაითვალისწინო და რამდენი მამაკაცის ყოლა ითვლება მორალურად გამართლებულად. სექსით გირჩევთ მინიმუმ ნუ დაკავდებით 17-18 წლამდე, უფრო სასურველია 18 წლამდე. თუმცა 16 წლის ასაკშიც, რომ გქონდეთ არაფერი არ მოგივათ თუმცა ძალიან არასასურველია 16 წლის ასაკმდე გქონდეთ სექსი. ნებისმიერ ვარიანტში დაიცავით თავი. პირველი სექსის დროსაც კი სასურველია, იმიტომ რომ ის მამაკაცი რომელთანაც გექნებათ შეიძლება იყოს რაიმე ინფექციის მატარებელი. ასვე წამლების მიღებას, რომელიც ჰორმონალურია ყოველთვის ჯობია პრეზერვატივის გამოყენება, რომელიც დაავადებებისგანაც დაგიცავთ. პრეზერვატივის არ ქონა არ ამცირებს იმ მცირედ ტკვილის რაც ქალიშვილობის დაკარგვას ახლავს. ბევრი მამაკაცი ეცდება არ გამოიყენოს, იმიტომ რომ თქვენ ინფექციისგან დაცული გონიხართ, მაგრამ თქვენ ნუ დაკარგავთ საღ აზრზს. შეიძლება დაორსულდეთ ან აიკიდოთ მომაკვდინებელი დაავადება. ამიტომ გირჩევთ ნუ გადადგამთ ამ ნაბიჯს თავდაცვის გარეშე. ასევე ნუ შეიქმნით ილუზიას ხშირად, რომ ბავშვი თუ გეყოლებათ საყვარელი მამაკაცი, შეგიყვარებთ ან ცოლად მოგიყვანთ და ა.შ. ცოლადაც მოყვათ ესეც ხდება, მაგრამ უფრო ხშირად ისე ხდება, რომ ბავშვით ხელში მარტო რჩებიან. ბევრი მამაკაცი არის უპასუხისმგებლო და ეს არ უნდა დაივიწყოთ, მათ შეიძლება არ გამოიყენონ პრეზერვატივი და თანმდევ შედეგებზე არ იფიქრონ, მაგრამ თქვენ უნდა იფიქროთ. ბავშვის გაჩენა გვიან არასოდესაა. წინ მართლა მთელი ცხოვრება გაქვთ და ბავშვი მაშინ უნდა იყოლიოთ როცა მამაკაცსაც უნდა ან როცა გაქვთ ფინანსური შესაძლებლობა თვითონ გაზარდოთ და მოაროთ სხვისი დახმარების გარეშე და როცა სურვილი გაქვთ უბრალოდ გყავდეთ შვილი. არ მივესალმები აბორტებს, ამიტომაც გირჩევთ ნუ მიიყვანთ აბორტამდე და პირველი სექსია თუ მეასე დაიცავით თავი, იზრუნეთ მომავალზე და ჯანმრთელობაზე. 3271 7-ს მოსწონს
|