ქალი და მამაკაცი რონალდო: ბარსელონას რეალამდე ბევრი უკლია 2012, 21 ივლისი, 23:01 დღეს მადრიდის რეალის ფეხბურთელის კრიშტიანუ რონალდუს საინტერესო ინტერვიუ გავრცელდა, სადაც ის საუბრობს მოახლოვებულ ახალ სეზონზე და რეალსა და ბარსას შორის სხვაობაზე. ჯერ რონალდომ დასრულებული სეზონის წარმატებაზე ისაუბრა: საუკეთესო მომენტი იყო, როდესაც რეალთან ერთად ყველაზე რთული ჩემპიონათი, პრიმერა დივიზიონი მოვიგე. გარდა ამისა დავამარცხეთ ყველაზე უხერხული მეტოქე და 9 ქულიანი უპირატესობით დავასრულეთ ლალიგა. ეს საოცარი იყო. გასულ სეზონში ორმოცდაექვსი გოლი გავიტანე, სიმართლე თუ გაინტერესებთ ზუსტად არ მახსოვს მთლიანობაში რამდენჯერ შევძელი გატანა, მაგრამ ამ გოლებში ჩემს თანაგუნდელებს მიუძღვით დიდი წვლილი. იყო ძალიან ბევრი კარგი თამაში, ბარსელონაში გამარჯვება და ამით ჩემპიონობის ფაქტობირვად განაღდება. რაც შეეხება წლევანდელ წელს, უფრო მეტს გავაკეთებთ ახალ სეზონში და ჩემპიონთა ლიგას ჩავთვლით მთავარ ჯილდოდ. ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში პირველი წავედი პენალტის დასარტყმელად და სამწუხაროდ არ გამიმართლა და ვერ გავიტანე, სწორედ ამიტომ გადავწყვიტე ესპანეთის წინააღმდეგ ბოლოს, მეხუთეს დამერტყა. პენალტების სერია, ლატარეაა. ხანდახან ყველაზე ძლიერიც მარცხდება. ინტერვიუს ბოლოს რონალდოს კითხვა ბარსელონაზე დაუსვეს: ბარსელონა? ბარსელონა ძალიან კარგი გუნდია, მაგრამ მას რეალამდე ბევრი უკლია. კი იყო უფრო დიდი წარმატება მისგან ბოლო წლებში, მაგრამ რეალმა მას გასულ სეზონში დასუვა წერტილი. 301 3-ს მოსწონს
|