ქალი და მამაკაცი უცნაური ქორწილები 2013, 2 იანვარი, 17:20 როგორც წესი საქორწილო ცერემონია უნდა ჩატარდეს ეკლესიაში ყველა წესის დაცვით, მაგრამ არიან ადამიანები რომლებსაც სურთ რომ დაარღვიონ ტრადიცია და ამიტომაც მათ აირჩიეს ყველაზე უცნაური ადგილები საქორწინო ცერემონიის ჩასატარებლად. ამერიკელმა ვავილონია ალვაზმა სიეტლში 107 წლის წინ აშენებულ შენობაზე იქორწინა. ცერემონიამ წესების სრული დაცვით ჩაიარა. გოგონას თეთრი კაბა ეცვა, „რჩეულს“ აკოცა კიდეც და დაპატიჟებულ 30 სტუმართან ერთად კარგადაც მოილხინა. გინახავთ ქორწილში პატარძალს 200 მ კაბა ცმოდეს? ჩინელ პატარძალს ზუსტად 200მ საქორწინო კაბა ეცვა და მოწვეული სტუმრები ცდილობდნენ კაბა არ დასვრილიყო. ქორწილი ჰაერში, ამ წყვილმა გადაწყვიტა დაევიწყებინა ქორწილი ეკლესიაში და მათ გადაწყვიტეს მიწისაგან მოშორებით გადაეხადათ ქორწილი. მაგრამ ეს ყველაფერი საკმაოდ ძვირიც დაგიჯდებათ მათ $18, 340.-ი დოლარი გადაიხადეს. უცნაურ ქორწილებში ასევე ითველბა ქორწილი, რომელიც გადაიხადა ქალმა გარდაცვლილ საქმროსთან. მას ძალიან უყვარდა თავისი საქმრო. მისთვის პირობა ჰქონდა მიცემული რომ რამდენიმე თვეში გაყვებოდა ცოლად. რადგან ვერ მოასწრეს ქალმა პირობა შეუსრულა და ცოლად გაყვა. კიდევ ერთი შავბნელი ქორწილი დაფიქსირდა შტატ ოჰაიოში. ამჯერად ნეფე-დედოფალი ვამპირებად მოგვევლინნენ. მას მერე, რაც ახალჯვარდაწერილებმა ერთმანეთს სამუდამო ფიცი დაუდეს, ამბორის ნაცვლად, მათ ერთმანეთს კისერში უკბინეს. აღსანიშნავია, რომ ამ ქორწილის მთავარი გმირები - საკმაოდ ზრდასრული ადამიანები იყვნენ - პატარძალი 41 წლის, ხოლო ნეფე - 61-ის. უბრალოდ, მათ შესაშური იუმორის გრძნობა აღმოაჩნდათ. ზოგიერთი შეყვარებული წყვილი კი პირიქით, სულაც არ ეძებს განსაკუთრებულ ადგილს ქორწილისთვის და პირდაპირ იქ ქორწინდება, სადაც ერთმანეთი გაიცნეს. თურმე, წყვილების უმრავლესობა ერთმანეთს სწორედ სამსახურში შეხვდა. ტეხასის შტატის მცხოვრებლებმა სალიმ და ჯონიმ ერთმანეთი გაიცნეს სუპერმარკეტში, სადაც გოგონა მოლარედ მუშაობდა. მათი პირველი შეხვედრა მაშინ მოხდა, როცა ჯონი მარკეტში საყიდლებზე იყო მისული. ეს იყო სიყვარული ერთი ნახვით. ბევრიარ უფიქრიათ და გადაწყვიტეს, ქორწილი პირდაპირ სუპერმარკეტში გადაეხადათ, თანაც სამუშაო საათებში. ამიტომაც ნეფე-პატარძალს მოწმეებად მხოლოდ მეგობრები კი არა, უამრავი მყიდველიც ჰყავდათ. 172 2-ს მოსწონს
|