x
image
jango
ხალხი კახა კალაძის გაცილებას ითხოვს

imageსაქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი და იტალიური ჯენოას მცველი კახა კალაძე მალე ფეხბურთს თავს დაანებეს. მოვითხოვთ, მოვუწყოთ გაცილება კახა კალაძეს, ” - ამ დასახელების გვერდი შეიქმნა ”ფეისბუქში” და მას ჯერჯერობით, 256 მომწონებელი ჰყავს. ეს გვერდი ახალი შექმნილია და ალბათ ხალხის რაოდენობაც მალე გაიზრდება. თავი დავანებოთ ხალხის რაოდენობას, მთავარი სათაურია რომელიც მოითხოვს კახის მოუწყონ ფეხბურთიდან გაცილება. გვერდის სათაურში წერია, რომ კალაძე მალე წავა ფეხბურთიდან და ამასთან დაკავშირებით არაფერს არ გეგმავს სფფ, ჩვენ მოვითხოვთ, ღირსეული გაცილება მოვუწყოთ კახა კალაძეს!” - წერია page-ის აღწერაში. კახი კალაძე ჩვენი ნაკრების კაპიტანი იყო. ყოველთვის ყველაფერს აკეთებდა იმისთვი, რომ საქართველოს მაქსიმუმისთვის მიეღწია. კალაძე არის ის ადამიანი, რომელმაც მოიგო ჩემპიონთა ლიგა მილანის რიგებში და საქართველოს დროშა გაიტანა მოედანზე. არ შეიძლება ეს ფეხბურთელი გაცილების გარეშე წავიდეს ფეხბურთიდან. მე არ ვიცი ეს გვერდი ვისი შექმნილია და საიდან გაიგო, რომ სსფ არაფერს გეგმავს, მაგრამ უდავოა რომ ამ ყველაფერს ტყუილად არ დაწერდა. ერთი სიტყვით ალბათ სრულიად საქართველო მოითხოვს, რომ კახი კალაძე ქართული ფეხბურთის უმნიშვნელოვანესი წევრი საქართველომ გაუშვას ფეხბურთიდან ისე, როგორც ქართველ ხალხს ეკადრება. ალბათ ყველამ იცით, რომ კახა კალაძე პარტია ქართულ ოცნებაშია და უსურვოთ მას ისეთივე წარმატებები პოლიტიკაში, როგორც ფეხბურთში ჰქონდა.

12
232
10-ს მოსწონს
2-ს არა
ავტორი:jango
jango
232
  
2012, 10 ნოემბერი, 15:13
2 გოლი საკუთარ კარში როგორ გაიტანა....
2012, 10 ნოემბერი, 15:11
საკუთარ კარში გოლები რო გაიტანა,რამდენი გადაუხადეს ნეტავი??? კაგი ერთი გოლი... მოუვიდა,ესე მოხდა. მეორე??? კარგით რაა??ეხლა პოლიტიკაში მიდის.იქ ააშენებს ქვეყანას.ძაღლი შინ არ ვარგოდა სანადიროდ გარბოდაო
2012, 26 მაისი, 12:40
ადამიანს მისი არჩევანი აქვს და უნდა პოლიტიკაში წავა და უნდა ყანაში.რაც შეეხება მის კარიერას უკეტესი ვინ გყავდა ძალიან მაინტერესებს.
2012, 26 მაისი, 12:15
სხვა ქვეყნის პეღბურთელები ან სპორცმენები რატომ არ მიდიან პოლიტიკაში?!!!
მაგრამ ჩვენები ყველაფერში მაგრები არიან რა :@
2012, 25 მაისი, 20:46
კაი ნუ შეჭამეთ ადამიანი იმ გაშვებული გოლების გამო რა....
2012, 23 მაისი, 1:25
გავაცილოთ და ის ბურთიც ვაჩუქოდ 2 გოლი რომ შეაგდო ჩვენს კარში
2012, 17 მაისი, 15:52
კაი ძმა შენ შენ აზრზე იყავი. განსაკუთრებულს რომელი მცველი აკეთებს? მილანი გოლს რო არ გაუშვებდა მცველების დამსახურებ იყო
2012, 17 მაისი, 15:51
კი ნაღდად იმიტომ რომ განსაკუთრებული არაფერი არ გაუკეთებია
2012, 17 მაისი, 15:36
ეგ ერთ თამაში, მეორეში ხო იყო. შენ რისი თქმა გინდა, რომ მილანს 3 წელი ძირითადში ტყუილად ეყენა?
2012, 17 მაისი, 15:35
ლიგა მოიგო ცოტა სასაცილო ნათქვამია როცა მატჩის ბოლო 4 წუთზე შეგიშვებენ ეგ ლიგის მოგება არაა :D
წინა კომენტარების ნახვა
0 0 10