x
image
jango
"ნადირობის სეზონი დაიწყო" - ბაჩო ახალაია დაკავებულია, ვინ იქნება შემდეგი?

imageბაჩო ახალაიას დაკავებას საზოგადოებაში დაპირისპირება მოჰყვა, ნაწილს სასაცილოდ მიაჩნია ეს ყველაფერი, მათი განცხადებით სასაცილოა ის მიზეზი რის გამოც დააკავეს ბაჩო ახალაია. დავით დეკანოიძის განცხადებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფს ბრალს ხვალ ან ზეგწაუყენებენ. "ბრალის წარსადგენად პროკურატურას 48 საათიანი ვადა აქვს, ამიტომ ეს ხვალ ან ზეგ მოხდება", - აღნიშნა ადვოკატმა. ამასთან, დეკანოიძის შეფასებით, ახალაიას დაკავების საფუძველი აბსურდულია. "დაკავების საფუძვლად დასახელდა ის, რომ თურმე ბაჩო ახალაიამ თავდაცვის მინისტრის პოსტზე მუშაობის დროს შეურაცხყოფა მიაყენა რამდენიმე თანამშრომელს სხვების თანდასწრებით. ახალაიას მომხრეები, ღარიბაშვილის და ალასანიას დაპატიმრებასაც ითხოვენ. დღეს სოცლიაურ ქსელში ყველაზე აქტუალური თემა სწორედ ეს არის. ახალაიას ზოგი გმირს უწოდებს და ამბობს, რომ ქვეყანამ ვერ შეიშნოვა ქართველი გმირი, ზოგი კი მას მეცოცხეთუხუცესს უწოდებს. იუსტიციის სამინისტროს გადაწყვეტილებით, გენერალური შტაბის უფროსი გიორგი
კალანდაძე და მეოთხე ბრიგადის ხელმძღვანელი ზურაბ შამათავა დააკავეს. გაირკვა ისიც, რომ გიორგი კალანდაძე პირადად იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა დააკავა. კალანდაძე მოულოდნელად გამოიძახეს სამსახურში და ბრალი საქართველოს სს კოდექსის 333-ე მუხლის მესამე ნაწილით წაუყენეს. ქართული ოცნების ლიდერები არჩევნებამდე აცხადებდნენ, რომ პოლიტიკური დევნა არ მოხდებოდა, მაგრამ ეხლა საზოგადოების ნაწილი მიიჩნევს, რომ სწორედ პოლიტიკური დევნაა ეს ყველაფერი. გიორგი კალანდაძე და ზურაბ შამათავა როემლებიც 2008 წლის ომში იბრძოდნენ, ახლა დაპატიმრებულები არიან.

0
618
3-ს მოსწონს
2-ს არა
ავტორი:jango
jango
618
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0