საზოგადოება არა ძალადობას! 2012, 20 სექტემბერი, 17:03 არ აწამო! არა წამებას! დავიცვათ პატიმრების უფლებები! დაისაჯოს დამნაშავე! პატიცი ეცით ადამიანის უფლებებს!- ამ ლოზუნგებით არის გამოსული მოსახლეობის დიდი ნაწილი გარეთ. მთელის საქართველო იმიტომ უნდა გაერთიანდეს, რომ თუ ეს არ შეჩერდა ყველასთან მოვა ეს ძალადობა. ეჭვი არ შემაქვს ამ კადრების სინამდვილეში და არც მაინტერესებს მისი წარმომავლობა. ფაქტი ვნაზე, ვარ აღშფოთებული და არ შეიძლება ამაზე თვალი დახუჭო. ბაჩო ახალაიას გადადგომა და მისი პასუხისგებაში მიცემაა თსუს პირველ კოსპუსთან მიმდინარე საპროტესტო აქციის მოთხოვნა. აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ აქცია ამ მოთხოვნების შესრულებამდე არ დაიშლება.ხალხი მანამდე არ აპირებს დაშლას სანამ ამ სისტემას არ გაუშვებს სახლში. მათი თქმით ეს მარტო საქართველოს კი არა მთელი მსოფლიოს სირცხვილი იყო, რაც მოხდა საქართველოში. პატიმრების წამების ფაქტებს დღეს ერთდოროულად, რამდენიმე ადგილზე აპროტესტებენ: სასჯელაღსრულების სამინისტროსთან, ფილარმონიასთან და მოდულის შენობასთან. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდის ხელმძღვანელი ლაშა ჟვანია ხელისუფლების მხრიდან პატრიარქზე ზეწოლის მცდელობაზე საუბრობს, - ამის შესახებ ჟვანიამ ტელეკომპანია მაესტროს დილის ეთერში პატრიარქთან დათა ახალაიასა და სოსო თოფურიძის 19 სექტემბრის სტუმრობის კომენტირებისას განაცხადა. 132 2-ს მოსწონს
|