x
image
jango
ბიძინა ივანიშვილი პატრულმა გააჩერა

image

ბატონი ბიძინა ივანიშვილი, რომელიც დასავლეთისკენ მიდიოდა ესკორტთან ერთად, პატრულმა გააჩერა. როდესაც ბატონი ბიძინას დაცვამ მოსთხოვა მიზეზი რატომ გააჩერეს, პატრულის თანამშრომლები ჯერ ვერაფერს ეუბნებოდნენ, ხოლო შემდეგ უთხრეს, რომ ეს მანქანები ძებნაში იყვნენ და უნდა დაეცადათ ცოტახანს. გავიდა 20 წუთი და პატრულის თანამშრომლები მანქანაში იჯდნენ და არაფერს ეუბნებოდნენ, რის შემდეგაც თავად ბატონი ბიძინა ივანიშვილი გადმოვიდა მანქანიდან და თავად გაესაუბრა პატრულის თანამშრომლებს. ერთმა პატრულის თანამშრომელმ, უთხრა, რომ არასწორი მანევრირების გამო გაგაჩერეთო არადა ( 10 წუთის წინ მეორემ თქვა, რომ მანქანები ძებნაში იყვნენო).

ბოლოს და ბოლოს 30 წუთის შემდეგ გაუშვეს ბატონი ბიძინა ივანიშვილი თავის ესკორტთან ერთად ისე, რომ ჯარიმაც არ ამოუწერიათ არასწორი მანევრირებისთვის. პატრულის თანამშრომელბს არ გაუჩერებიათ, მაგრამ დასავლეთიდან უკან წამოსულ ბატონი ბიძინას ესკორტს გორთან გვირაბში გზა გადაუკეტეს და სხვა გზით გაუშვეს. ზუსტად არ ვიცით, ბატონი ბიძინას გამო გადაკეტეს გზა თუ მართლა რაიმე ტექნიკური სამუშაოები მიმდინარეობდა. მაგრამ ბატონი ბიძინას წასვლიდან 5 წუთში აღსდგა მოძრაობა გვირაბში.

1
1038
6-ს მოსწონს
ავტორი:jango
jango
1038
  
2012, 7 ივლისი, 11:05
ვფიქრობ პოლიციას უფლება აქვს ნებისმიერი მძღოლი გააჩეროს და საბუთები მოსთხოვოს ბიძინას მძღოლი გამონაკლისი რატომ არის
0 1 1