საზოგადოება პრეზიდენტის ფავორიტი ქალები 2012, 18 ოქტომბერი, 14:11 აგერ უკვე მეცხრე წელი გადის მას შემდეგ, რაც მიხეილ სააკაშვილი პრეზიდენტი გახდა. არჩევიდან პირველივე წლებში, სააკაშვილმა მექალთანის იმიჯის შექმნას თავადვე დაუდო დასაბამი. ფავორიტ ქალებში ბევრი ცნობილი პიროვნებაა. სანამ ვიტყოდეთ აქვე დავძენ, რომ ეს ინფორმაციო მხოლოდ ჭორის დონეზეა და დაზუსტებულ ინფორმაციად არ ჩაითვლება. 2003 წელს, მაშინ, როდესაც მიხეილ სააკაშვილი საკუთარ თანამებრძოლებთან ერთად ქვეყნის სათავეში მოსასვლელად იბრძოდა, როგორც ამბობენ, რევოლუციური მისვლა-მოსვლიდან თავისუფალ დროს ხშირად სტუმრობდა ძველ სიყვარულს, ია ფარულავას. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ვერა ქობალია დანიშვნის დღიდან ოპოზიციის ყბიდან ვერ ამოვიდა. მისი გარეგნული მონაცემები ძალიან თვალში საცემი გახდა და ბევრს ლაპარაკობდნენ იმის შესახებ, რომ ის პრეზიდენტის პირადი სიმპათიის გამო დაინიშნა ამ მეტად საპასუხისმგებლო თანამდებობაზე. ის პრეზიდენტმა კანადაში ნახა და როგორც ამბობენ, გულში მაშინვე ჩაუვარდა, თუმცა არა მხოლოდ ის, არამედ მისი და, ნინა ქობალიაც, რომელსაც ტურისტული პროექტების განხორციელება დაევალა საქართველოში. ასევე თუ ჭორებს დაუჯერებთ სოფო ნიჟარაძეც ფავორიტია, სოფო ნიჟარაძისთვის დაიწერა თითქმის ყველა ის სიმღერა, რომელიც მთავრობამ ამა თუ იმ რეგიონის გასაპიარებლად მოამზადა. უცხოელ მომღერალს ფეხი ისე არ შემოუდგამს საქართველოში, რომ ყურებამდე გაღიმებული და ბრენდულ სამოსში გამოწკეპილი სოფო არ დაეხვედრებინათ აეროპორტში, გინდათ თუ არა, ამ გოგონასთან დუეტი უნდა შეასრულოთო. არადა, როდესაც სოფო ბოჩელისთან თუ ოპერის სხვა ვარსკვლავებთან ერთად ამღერეს, აშკარა იყო უცხოელების დიდი უპირატესობა ქართველ შემსრულებელთან შედარებით, რადგან არ არის სოფო ოპერისმომღერალი და ეს მგონი, ყველასთვის ნათელია. ასევე რო გავაგრძელოთ კარგა ხანს ვერ მოვრჩებით, კიდევ ბევრი ფავორიტი ქალბატონი ყავს პრეზიდენტს. თბილისი ჭორების ქალაქია და რატომაც არა? შეიძლება ზუსტად ეს იყოს ამხელა სიის მიზეზი. 4277 9-ს მოსწონს 8-ს არა
|