x
image
jango
ზურაბ ზვიადაურის სახლი ავტომატით დაცხრილეს

imageახმეტის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატის, ზურაბ ზვიადაურის სახლს ახალი წლის ღამეს ავტომატიდან ესროლეს. შემთხვევა ახალი წლის ღამეს, დაახლოებით 01.00-დან 01.30 საათამდე მოხდა. სროლა განხორციელდა სახლის საძინებელი ოთახის ფანჯარაზე. შენობას 13 ტყვია აქვს მოხვედრილი. საბედნიეროდ არავინ დაშავებულა. ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების შედეგად, ახმეტაში მცხოვრები, 1986 წელს დაბადებული გიორგი ქ. დააკავეს. დაკავებულმა, ამავე ქალაქში მცხოვრებ, პარლამენტის დეპუტატის ზურაბ ზვიადაურის ძმასთან, ზვიად ზვიადაურთან ურთიერთშელაპარაკება მოუვიდა, მან, დაშინების მიზნით, ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით, რამდენჯერმე გაისროლა ზვიადაურის საცხოვრებელი სახლის მიმართულებით, რის შედეგადაც სახლი დაზიანდა. ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებების შედეგად, ამოღებულია ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი საბრძოლო ვაზნებით. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე მუხლის მესამე ნაწილით (ხულიგნობა), 236-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით (ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარება) დაიწყო. ჩადენილი დანაშაული 4-დან 7 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. რაც მთავარია შემთხვევა მშვიდობიანად დასრულდა ახალი წლის ღამეს.

0
345
5-ს მოსწონს
ავტორი:jango
jango
345
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0