x
image
jango
უნივერსიტეტებში 14 სპეციალობაზე სწავლა უფასო ხდება

imageაბიტურიენტებისთვის სასიხარულო ინფორმაცია გაავრცელა განათლების სამინისტრომ. განათლების და მეცნიერების სამინისტროს ინიციატივით 2013 წლიდან სახელმწიფო უმაღლეს დაწესებულებებში ბაკალავრიატის 14 სპეციალობის სრული კურსი უფასო გახდება. აგრონომია, განათლების მეცნიერებები, ენერგეტიკა და ელექტროინჟინერია, მშენებლობა, მათემატიკა, ქიმია, ფიზიკა, ბიოლოგია, ეკონომიკა, არქეოლოგია, ისტორია, ქართული ფილოლოგია, ფილოსოფია და არქიტექტურა, ეს ის ფაკულტეტებია რომლებზეც სწავლა უფასო ხდება. დაფინანსება ეხებათ მხოლოდ იმ უმაღლეს სასწავლებლებში მოხვედრილ სტუდენტებს, რომელ სასწავლებლებსაც ზემოაღნიშნულ მიმართულებებზე სადოქტორო პროგრამები აქვთ. გარდა ამისა, ზურაბიშვილმა განაცხადა: "30%-იანი გრანტის გაუქმებით, რომელიც ფაქტიურად დიდ შეღავათს არ იძლეოდა, ჩვენ შევძელით 50, 70 და 100%-იანი გრანტების გაზრდა, რაც ნიშნავს, რომ უფრო მეტი სტუდენტი მიიღებს დაფინანსებას". მართლაც სასიხარულია მომავალი სტუდენტებისთვის, ისინი მთიან კურს სრულიად უფასოდ ისწავლიან. ამ 14 ფაკულტეტში ბევრი მოთხოვნადი ფაკლუტეტიც შევიდა, რაზეც აქამდეც დიდი მოთხოვნა იყო. ერთი სიტყვით საქართველო მიდის იმისკენ რომ სწავლა ყველასთვის ხელმისაწვდომი გახდეს. ეროვნული გამოცდების შედეგადად, 14 სპეციალობის სტუდენტები უმაღლეს სასწავლებლებში 2013 წლიდან უფასოდ ისწავლიან.

6
2555
9-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:jango
jango
2555
  
2012, 29 დეკემბერი, 22:43
ეკონომისტები უკანალში ვართ...F**K ...ჩვენი დროც მოვა !
2012, 29 დეკემბერი, 12:06
როგორ არ უთქვმას განათლების მინისტრის მოადგილებამ გააკეთა კომენტარი.
2012, 29 დეკემბერი, 9:36
ძალიან კარგი :)
2012, 28 დეკემბერი, 21:56
არსად არ წერია მსგავსი რამ და შეეშვით ინფორმაციის დამახირჯებას. კი იქნებოდა კარგი, მაგრამ განათლების სამინისტროს საიტზე მსგავსი შინაარსის არაფერი დევს და ეს ხალხიც ცოდოა რა...
2012, 28 დეკემბერი, 21:26
ხვალ შეიძლება თქვან ჩვენ არ გვითქვია ეგო
2012, 28 დეკემბერი, 20:43
ეს უკვე ჩარიცხულებსაც ეხებათ თუ ვინც 2013 წელს ჩააბარებს?:D
0 1 6