ტატუირება ადამიანებში უხსოვარი დროიდან მოდის, სხეულის მოხატვა ბიბლიაშიც კი არის ნახსენები, შემდეგომ ძველ რომში ტატუს ძირითადად სამხედრო ტყვეების და დამნაშავეების მოსანიშნად იყენებდნენ, შუა საუკუნეებში ხდებოდა აგრეთვე "მონიშვნა" დასავლეთ ევროპაში, ამერიკელი ინდიელებში ფართოდ იყო გავრცელებული სხეულის მოხატვა, განსაკუთრებულ მაღალ ესთეტიურ დონეს მიაღწია ამ ჩვეულებამ სამხრეთ აღმოსავლეთ აზიის ხალხებში. მაგალითად იაპონიაში ტატუირების ხელოვნება თითქმის გაუსწორდა იაპონურ ფერწერას. თანამედროვე ეპოქაში ტერმინი "ტატუ" პოლინეზიიდან შემოვიდა, დამკვიდრდა ფრანგულ ენაში და შემდეგ მთელს მსოფლიოში გავრცელდა.
ქვემოთ წარმოგიდგენთ ულამაზეს გოგონებს, რომლებსაც სხეულის დიდი ნაწილი ტატუთი აქვთ დაფარული, ვიღაცისთვის ეს შეიძლება მოსაწონი იყოს, ვიღაცისთვის მიუღებელი, ასეა თუ ისე, ტატუ აგერ უკვე საუკუნეების მანძილზე კვლავაც აქტუალურია და მისი პოპულარობა არ კლებულობს.