შოუბიზნესი სალომე ჭაჭუას ცეკვა აუკრძალეს 2014, 12 მარტი, 16:52 მოცეკვავე სალომე ჭაჭუა, როგორც იცით ცოტა ხნის წინ ცოლად გაყვა მსახიობ გიორგი ვარდოსანიძეს. წყვილს ერთმანეთის მიმართ სიმპატიები ჯერ კიდევ პროექტ "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გაუჩნდათ, სადაც ისინი წყვილში ცეკვავდნენ. მიუხედავად იმისა, რომ ორივე უარყოფდა ხმებს მათი რომანის შესახებ, ბოლოს მაინც ნათელი გახდა, რომ ერთმანეთი უყვარდათ და მათი სიყვარული ქორწილით დაგვირგვინდა. ახლა სალომე და გიორგი ცალკე ცხოვრობენ. ორივეს თავისი საყვარელი საქმე აქვს. თუმცა როგორც ჩანს სალომეს ცეკვის გამო ხერხემალზე პრობლემები შეექმნა, ეს კი მას ცეკვაში ხელს უშლის. იმის გამო რომ ოპერაციას თავი აარიდოს, სალომეს გამოკვლევის პასუხები უცხოეთში, კერძოდ კი გერმანიაში გააგზავნეს. როგორც სალომემ აღნიშნა, საგანგაშო მას არაფერი არ ჭირს, უბრალოდ ყველა მოცეკვავისთვის ხერხემალი აუცილებელია რომ კარგ მდგომარეობაში ჰქონდეს და ახლა ვინაიდან აწუხებს ხერხემალი, მას ცეკვა აუკრძალეს: "- მაწუხებს და ცეკვა ამიკრძალეს". უცხოეთში კი ამ პრობლემას ოპერაციის გარეშე, ნემსის გაკეთებით შველიან. სავარაუდოდ სალომე ჭაჭუას უცხოეთში მეუღლე ან და გაყვება. ასევე, გიორგიმაც აღნიშნა რომ საზღვარგარეთ მათ მოიძიეს საუკეთესო კლინიკა და სალომე პროცედურებს იქ ჩაიტარებს. მალე გამოჯანმრთელებას ვუსურვებთ სალომეს და ბედნიერებას მის საყვარელ მეუღლესთან ერთად! 1521 7-ს მოსწონს
|