x
image
K.P.
დედასთან ჩხუბის შემდეგ 11 წლის ბიჭი 5 დღის მანძილზე მეტროში ცხოვრობდა
image11 წლის ბიჭი დედასთან ჩხუბის შემდეგ სახლიდან გაიქცა და 5 დღის მანძილზე მეტროში, მატერებლით "დამოგზაურობდა". ინფორმაცია "New York Times"-მა სამშაბათს გაავრცელა. სახლიდან გამოქცეული პატარა მეტროში ჩავიდა და რადგან სახლში აღარ მიესვლებოდა 5 დღის მანძილზე მატარებლის ვაგონში იძინებდა.

ბიჭუნას დედამ სულ მალევე დაიწყო სამძებრო ღონისძიება. გამვლელმა ქალბატონმა შენიშნა ბავშვი, რომელიც მშიერი და მოუვლელი იყო, ჩაცმულობითა და გარეგნობით კი მაწანწალას არ ჰგავდა. მან მაშინვე მეტროს პოლიას აცნობა.

"მე მინდოდა სიხარულისაგან ჰაერში ხტომა, თითქოს მილიონი დოლარი მომეგო. ძალიან გამეხარდა, რომ ჩემი ბიჭი დამიბრუნდა"-განუცხადა "New York Times"-ს დაკარგული ბიჭუნას დედამ.

მსგავსი შემთხვევა გასულ წელსაც დაფიქსირდა. ბიჭუნა რამდენიმე კვირის მანძილზე ცხოვრობდა მეტროში. სამწუხაროდ მას ამ 11 წლის ყმაწვილივით არ გაუმართლა და შიმშილისაგან გარდაიცვალა.


0
103
4-ს მოსწონს
ავტორი:K.P.
K.P.
103
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0