x
image
ციცი
Mediator image
მეგაშოუ "ორი ვარსკვლავის" გარშემო ატეხილი ხმაური
image

როგორც იცით, "იმედზე", ახალი მუსიკალური პროექტი "ორი ვარსკვლავი" დაიწყო. ამ მეგაშოუს დიდი ინტერესით ელოდებოდა ქართული საზოგადოება. მისი პროდიუსერი ნოე სულაბერიძეა, ხოლო მუსიკალური ხელმძღვანელი-რუსა მორჩილაძე.

შოუში 12 წყვილი მონაწილეობს, რომელთაგან ერთ-ერთი პოპულარული მომღერალია, ხოლო მეორე სხვადასხვა სფეროში მოღვაწე ცნობილი ქართველი. ჟიურის წევრებად მოგვევლინენ მსახიობები ია ნინიძე და ზურა ყიფშიძე და მომღერალი თეონა კონტრიძე. პროექტის წამყვანები არიან მომღერალი ლელა წურწუმია და დუტა სხირტლაძე, ხოლო "მწვანე ოთახიდან" გადაცემა მიყავს ანუკი ქორქიას.

რამდენად გაამართლებს ეს პროექტი ჯერ კიდევ არ არის ცნობილი, რადგან გადაცემის მსვლელობისას უკვე დიდი ხმაური ატყდა შოუს გარშემო, ძირითადად უარყოფითად განწყობილი კომენტარები იწერებოდა.


ლელა წურწუმიას მეუღლე, მამულიჩა გამოესარჩლა "ორ ვარსკვლავს":

"ჩემო მეგობრებო, აცალეთ ბატონო, გასაგებია რომ ვერ მღერიან ჯერ, ყველა ძალიან ნერვიულობდა, მოდუნდით, პირველად გამოვიდნენ სცენაზე, ესე ადვილი კი არ არის."

"ისე მთელ საქართველოს უყურებია შოუსთვის, გინებიდან მივხვდი, დიდი რეიტინგი ექნებოდა."


imageimage

გთავაზობთ ზოგირთ კომენტარს, სადაც არა მარტო შოუს მონაწილეებს, არამედ ჟიურისაც აკრიტიკებენ:

"და ჟიური რომ საერთოდ მოშთოთ ხო არ აჯობებს. შეფასებებს ვერ აკეთებენ, რჩევებს ვერ იძლევიან და ზოგ შემთხვევაში "არ შეუძლიათ ობიექტურები იყვნენ"(ვციტირებ). მოკლედ ნაცნობ-მეგობრობით შეფასებას, ჯობია ნუ დაიტანჯებიან და ჩვენც ნუ მოგვიშლიან ნერვებს!!!"

"რა საშინელებააა! ლელა კომპრომატებით რომ ელაპარაკება ჟიურის... თავისი საქმე აკეთოს... და კიდევ წამყვანების თითების ქნევით საუბარი მაყურებელთან რა წესია, ან რა კულტურაა... ჟიური რომ არაკომპეტენტურია ეს აშკარაა და მონაწილეების გამოსვლაზე აღარაფერს ვამბობ..."

"ამდენი ყრუ ერთად სად მოძებნეთ?..."

"არაფრად არ ვარგა არც ერთი წყვილი, ჟიური და წამყვანები!!!!!!! მეგონა რაღაც მაგარი იქნებოდა, მაგრამ ..."


" საშინელებააა, სად შეარჩიეს ამდენი უნიჭო, მე მრცხვენოდა მონაწილეების მაგივრად... როდესაც ესეთი პროექტია, მომღერლები მაინც უნდა შეერჩიათ ცოტა ნორმალურები, ნინა წკრიალაშვილს თავისი გაჭირვებია, შეიძლება ყველა პროექტში ეგ გოგო ყავდეთ!!!"

"რეპეტიცია არ გქონდათ? რატომ არ ჩაშალეთ ეს პროექტი რატომ?"

"ძალიან დაბალი დონე! სირცხვილი!"

"გამარჯობა, სამწუხაროდ, მოლოდინი არ გამართლდა, მანდილოსანი წამყვანები არაპროფესიონალურად გამოიყურებიან, სამაგიეროდ ძალიან ბევრი "სხირტლაძეა". ბევრი სხვა ხარვეზიც არის. ეს ყოველივე მივაწეროთ ამ პროექტის პირველ სეზონს ქართულ ტელესივრცეში. წინ ჯერ კიდევ ბევრი დროა, იმედია, მისი შემქმნელები გაითვალისწინებენ და გამოასწორებენ. წარმატებებს გისურვებთ!"

"დაგვცინით? სასწრაფოდ შეწყვიტეთ ეს უხამსობა... ერის დაცინვაა ეს, მეტი არაფერი... დარწმუნებული ვარ ჩვეულებრივი, რიგითი ადამიანი უკეთ იმღერებს... ვისაც ხელი არ მიუწვდება ტელევიზიაზე... აქედან გამომდინარე ჩვენ ყველანი ვართ ვარსკვლავები... გილოცავთ!!!"


ასეთი უამრავი უარყოფითი კომენტარი დაიწერა პროექტ "ორი ვარსკვლავის" "ფეისბუქის" ოფიციალურ გვერდზე.

ვნახოთ რა მოხდება შემდეგ ტურში, შეძლებენ თუ არა საზოგადოების გულის მოგებას.


image

2
164
4-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:ციცი
ციცი
Mediator image
164
  
2014, 11 მარტი, 15:48
არამკითხე მოამბეების პარადი :) როგორ ვერ ვიტან გამოეთრევიან და ლანძღვის და კრიტიკის მეტი არაფერი რომ არ ამოსდით პირიდან.
შეწყვიტეთ ეს იდიოტობა...
0 1 2