ფეხბურთი “შტუტგარტი” სტევენსს ჩააბარეს 2014, 9 მარტი, 14:50 “შტუტგარტის” მთავარმა მწვრთნელმა ტომას შნაიდერმა კლუბის ხელმძღვანელობისგან მიცემული ბოლო შანსი ვერ გამოიყენა და თანამდებობა დაკარგა. შტუტგარტელებმა საკუთარ მოედანზე გათამაშების ცხრილის აუტსაიდერ “ბრაუნშვაიგთან” 2:2 ითამაშეს და მე-15 ადგილამდე დაქვეითდნენ. თამაშის დასრულებიდან რამდენიმე საათში კი “შტუტგარტმა” ახალი მთავარი მწვრთნელი წარადგინა – 60 წლის ჰოლანდიელი ჰუბ სტევენსი. ოთარ მაღლაკელიძე 8 შეფასება არ არის
|