საზოგადოება კეთილ ადამიანებს რა გამოლევს 2014, 8 მარტი, 20:04 1-65 წლის ისააკ ტეილის მხარზე მამაკაცს ჩაეძინა, მეტროს სხვა მგზავრებმა შესთავაზეს გაეღვიძებინათ უცნობი მამაკაცი, მაგრამ ისააკმა უთხრა:"შეეშვით, იქნებ როგორ დაიღალა, ან როგორი მძიმე დღე ჰქონდა, დაე დაიძინოს, ყველას მოგვსვლია მსგავსი რამ." 2-ეს დენია, იგი ყოველ ოთხშაბათს და ხუთშაბათს ყიდულობს ყავას ონკოლოგიური ცენტრის თანამშრომლებისათვის, სადაც მამამისიც მკურნალობს. 3-ბიჭუნამ ბანგლადეშიდან თავის სიცოცხლის რისკის ფასად გადაარჩინა შვლის ნუკრი წყალდიდობის დროს. 4-15 წლის თომას ბოგსი თავგანწირვით გაეკიდა თავის ველოსიპედით ავტომობილს, რომ ეშველა 5 წლის გოგონასთვის, რომელიც ეზოდან მოიტაცეს პენსილვანიაში. 5-პოლიციელებმა პატრულში აიყვანეს 13 წლის ბრმა ბიჭუნა, იგი ამაზე მთელი ცხოვრება ოცნებობდა. 6-უსახლკარო თავის ძაღლს ტანისამოსს აფარებს, რომ არ გაიყინოს. 7-ფანჯრის მწენდავები სუპერგმირების ფორმებში გამოეწყვნენ, რომ მემფისის ბავშვთა საავადმყოფოს პატარა პაციენტები გაახარონ. 8-ქალმა თირკმელი დაუთმო აბსოლუტურად უცხო ადამიანს.პენსიაზე გასულ ყოფილ პოლიციელს, მაიკლ ნიუმანს სასწრაფოდ სჭიდრებოდა თირკმელი, მისი ყოფილი თანამშრომლები უშედეგოდ ეძებდნენ დონორს, უცნობმა ქალმა კელი ბოფმა განცხადება გაზეთში ამოიკითხა და გვერდზე გადადო, თუმცა იგი რამდენჯერმე დაუბრუნდა სტატიას, თითქოს რაღაც სინდისის ქეჯნა სტანჯავდა, მან აიღო ტელეფონი და დარეკა, საოცარია ისიც, რომ იგი იდეალურად მიუდგა ნუმანს როგორც დონორი. 9-პატარა გოგონა პარკ "ჯადოსნურ სამეფოში შევიდა", მას მიუახლოვდა პარკის დაცვის თანამშრომელი და უთხრა:"უკაცრავად პრინცესა, ავტოგრაფს ხომ ვერ მომცემდით?"ასე გაახარა პატარა გოგონა დაცვის თანამშრომელმა, მას თავი ნამდვილ პრინცესად აგრძნობინა.დაცვის კეთილ თანამშრომელს ასეულობით ასეთი ავტოგრაფი აქვს შენახული სხვადასხვა პატარა "პრინცესებისგან". 10-საქველმოქმედო ორგანიზაციამ Degage Ministries-მა გადაწყვიტა უსახლკარო მაწანწალა ჯიმ ვოლფის მაგალითზე გვაჩვენოს, რომ სიკეთის გაკეთება არაა რთული, ხოლო მაწანწალამ რომ ნორმალური ცხოვრებით იცხოვროს ბევრი არაფერი ძალისხმევაა საჭირო, სარეკლამო რგოლში ნაჩვენებია, როგორ გარდაიქმნება ქუჩის მაწანწალა თანამედროვე ელეგანტურ ჯელტმენად. 405 11-ს მოსწონს
|